არტიშოკის სასარგებლო თვისებები

არტიშოკი ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული ბოსტნეულია. არსებობს 10 სახეობის არტიშოკი, საკვებად ძირითადად იყენებენ ჩყნარა სცოლყმუს – ს. გარეგნულად არტიშოკი დიდ ყვავილს ჰგავს, ხლო მისი შიგთავსი კი სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების ნამდვილი საცავია. აღნიშნულ კულტურას გააჩნია საუკეთესო გემური თვისებები და გამოიყენება სხვადასხვა სახის კერძების დასამზადებლად (სალათები, სუპები, მოიხმარება ასევე შემწვარი და მოხარშული სახით ბრინჯთან ერთად და ა.შ.).

გარდა გემური თვისებებისა, არტიშოკი გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს. არტიშოკს იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).
არტიშოკი ასევე წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს, ის კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად. თანამედროვე მედიცინის მიერ დამტკიცებულია რომ არტიშოკს გააჩნია
არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. საკვებად გამოყენების გარდა არტიშოკისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, სამკურნალო ბულიონებს და გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით. მისი ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება, ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში. გარდა ამისა აღნიშნული ნახარში ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის დაღლილობას და საერთო სისუსტეს. დილას და საღამოს ნახევარ-ნახევარი ჭიქა არტიშოკის წვენის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ კონდიციებს და ეხმარება მას ძალების აღდგენაში. ალჰოკოლის ზედმეტი დოზის მიღებისა და შედეგად მოწამვლის შემთხვევაში არტიშოკის წვენის მიღება მნიშვნელოვნად ანეიტრალებს ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების შედეგად ორგანიზმში არსებულ მავნებ ნივთიერებათა მოქმედებას. პირის ღრუში არსებული ანთებითი პროცესების დროს მკურნალობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს არტიშოკის წვენით და თაფლით დამზადებული სავლების გამოყენება.
სახალხო მედიცინაში არტიშოკი ცნობილია როგორც კარგი ნაღველმდენი საშუალება, როგორც სამკურნალო საშუალება პსორიაზის და ეკზემის წინააღმდეგ. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში არტიშოკისაგან მზადდება ბევრი სამკურნალო პრეპარატი, მაგალითად არტიშოკის ექსტრაქტი, რომელიც გამოიყენება თირკმელებში კენჭების, ათეროსკლეროზის და რამდენიმე სახის ალერგიის სამკურნალოდ. გარდა ამისა, დამტკიცებულია რომ თუ ადამიანი იღებს სინთეტიკურ პრეპარატებს და პარალელურად საკვებად გამოიყენებს არტიშოკს, ხდება სინთეტიკური პრეპარატების უარყოფითი ზეგავლენის თითქმის სრული განეიტრალება.
თერმული დამუშავების შემდეგ არტიშოკის მოხმარება დასაშვების მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ არტიშოკს გააჩნია ონკოლოგიური დაავადებებისაგან დაცვის უნარი.
უკუჩვენებები
არტიშოკის მოხმარება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა. ასევე არტიშოკის გამოყენება არ შეიძლება მაშინ როდესაც ეს აკრძალულია ექიმის მიერ.

წყარო: 

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა