აჭარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

2017 წლის 4-7 სექტემბერი

UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 2017 წლის 4-7 სექტემბერს ფერმერ ქალთა ასოციაციამ განახორციელა  შეხვედრები აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ფერმერ ქალებთან მუნიციპალიტეტებში.

ფერმერ ქალთა ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესია ხელი შეუწყოს მეტი ქალის ჩართულობას ფერმერულ მეურნეობებში მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით,  შეხვედრის დროს განიხილეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითადი პრინციპები,  კანონისა და წესდების კომენტარები, სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული გამოწვევები, ქალის როლი დარგის განვითარებაში და დაგეგმეს შემდგომი აქტივობები.ასოციაცია აგრეთვე შეხვდა მუნიციპალიტეტებში

გამგეობებთან არსებულ ქალთა ოთახის წარმომადგენლებს და გაეცნო მათ საქმიანობას.

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარესთან  სოფო დიასამიძესთან, რომელმაც გაგვაცნო მეთევზეობის პოტენციალი, დარგში არსებული პრობლემები და მისი დაძლევის გზები. დაიგეგმა შემდგომი ერთობლივი აქტივობები.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმატებული შეხვედრების ორგანიზება მოახდინა ასოციაციის წარმომადგენელმა  ლია შაქარიშვილმა და გამგეობის წევრმა  მაია ცენტერაძემ.