გარემო და სოფლის მეურნეობა

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეკოსისტემა დაბინძურებულად ითვლება მაშინ, თუ ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის შედეგად მისი შედგენილობა შეიცვლება იმ დონემდე, რომ ის ნაკლებად ხელსაყრელი გახდება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებისათვის.

ეკოსისტემა = ცოცხალ ორგანიზმთა ერთობას + არაცოცხალი გარემო პირობები + მათ შორის კავშირი.

არსებობს:

· ჰაერის დაბინძურება

· წყლის დაბინძურება

· ნიადაგის დაბინძურება

დაბინძურების სამ მთავარ წყაროდ მიიჩნევა:

· ინდუსტრიული გამონაბოლქვი

· მანქანის გამონაბოლქვი

· ტოქსიკური ნივთიერებები

გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება განაპირობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროცესში მინერალური და ორგანული სასუქების, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების, ჰერბიციდების, ზრდის სტიმულატორებისა და სხვა ქიმიური საშუალებების და მათში შემავალი მინარევების არასწორმა გამოყენებამ, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამვლის და მძიმე დაავადებების, არამედ სიკვდილის გამომწვევი მიზეზიც ხდება. თუ მოისპობა მრავალფეროვნება ჩვენ დავკარგავთ: განვითარების უნარს, მდგრადობას და რაც მთავარია სიცოცხლეს, ამიტომ ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ეკოსისტემის დაცვა და გაფრთხილება.

ეკოსისტემა რომ იყოს მდგრადი და ბიომრავალფეროვნება ეკოსისტემა რომ იყოს მდგრადი და ბიომრავალფეროვნება შევინარჩუნოთ ხელი უნდა შევუწყოთ ბიომეურნეობების განვითარებას.

ბიომეურნეობა ითვალისწინებს საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო ეფექტურ წარმოებას. იგი მიმართულია აგროწარმოების ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოს შენარჩუნებაზე რომელიც ითვალისწინებს: ადამიანების, მცენარეების, ცხოველებისა და ეკოსისტემის დაცვას.

ბიომეურნეობის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორებია:

– მოსახლეობის ეკონომიკური და პოლიტიკური მოტივირების ნაკლებობა;

– სოფლის- მეურნეობის წარმოების საკითხებში ნაკლები ინფორმირებულობა;

– სიღარიბე;

– მდგრადი, ორგანული სოფლის-მეურნეობის განვითარების დაბალი დონე.

ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის უპირატესობანი:

 პროდუქციის უკეთესი ხარისხი;

 ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება;

 ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;

 ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

 მდგრადობა;

 ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესება და მისი ნაყოფიერების ამაღლება;

 გრუნტის წყლების დაბინძურების რისკის შემცირება.

გაგრძელება იქნება