შეხვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან

2017 წლის 16 აგვისტო. ქ. გურჯაანი

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფერმერებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დააფუძნონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

შეხვედრა შედგა ასოციაციის გამგეობის წევრისა და ს/ს კოოპერატივ გილეს დირექტორის  იზოლდი ქიტესაშვილის ოფისში.  განიხილეს კოოპერირების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე, სახელმწიფო პროგრამების დადებით და უარყოფით მხარეებზე, ფერმერების დაცვის მექანიზმებსა და აგროსექტორის გაძლიერებისთვის  აუცილებელი ღონისძიებების შესახებ.