ფერმერ ქალთა ასოციაცია პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერ ქალებს შეხვდა

2017 წლის 2 აგვისტო. ახმეტის მუნიციპალიტეტი, პანკისი, სოფელი დუისი.

UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა ქისტ ფერმერ ქალებს. შეხვედრის მიზანი იყო მათი პრობლემების და საჭიროებების კვლევა, ასოციაციის ცნობადობის გაზრდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობების განხილვა და  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის ღონისძიებები.