Tbilisi Event Hall-ში 9 მაისს, 10:00-დან 16:00-მდე კომპანია „გემოვანის“ ორგანიზებით გაიმართა გამოფენა -გაყიდვა

 Tbilisi Event Hall-ში 9 მაისს, 10:00-დან 16:00-მდე კომპანია „გემოვანის“ ორგანიზებით გაიმართა გამოფენა -გაყიდვა, სადაც საქართველოს წიაღში შექმნილი, ყველაზე ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტის დაგემოვნება და შეძენა იყო შესაძლებელი.
გამოფენა- გაყიდვაზე საკუთარი პროდუქტი 70-მდე ფერმერმა, საოჯახო მეურნეობამ და მეწარმეებმა წარადგინეს, მათ შორის იყო წარმოდგენილი „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ წევრების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.