ფერმერ ქალთა ასოციაციამ ზუგდიდში ადგილობრივ ფერმერ ქალებთან შეხვედრა გამართა

ზუგდიდი

2017 წლის 6 ოქტომბერს  მაია მიქავას ორგანიზებით ზუგდიდის აგრო სახლში შედგა ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრა ადგილობრივ ფერმერ ქალებთან.

შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პრობლემებისა და საჭიროებების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა, მათთვის ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განხორციელებული და სამომავლო გეგმების გაცნობა და ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა.

ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ  მაიას თხილის გადამამუშავებელ საწარმოს, სადაც გაეცნენ საწარმოს საქმიანობას და  ფაროსანას მიერ რეგიონისთვის მიყენებულ მძიმე შედეგებს, ასევე თხილში გავრცელებული დაავადებების პრევენციისთვის გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებს. დაიგეგმა შემდგომი ერთობლივი საქმიანობები.

ფერმერ ქალთა ასოციაცია მადლობას უხდის  მაია მიქავას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისთვის