#თანასწორობაგვჭირდება

15 ოქტომბერი, გაეროს მიერ დაარსებული სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე, რომელის აღნიშვნისთვის ამჯერად შეირჩა ქ. თელავი.

 გაეროს განვითარების პროგრამამ საზოგადოებას გააცნო კამპანია   #თანასწორობაგვჭირდება. ხოლო ფერმერ ქალთა ასოციაციამ ეს დღე ტრადიციულად ფერმერი და სოფლად მცხოვრები შემოქმედი ქალების ნაწარმისა და ნამუშევრების გამოფენა გაყიდვით აღნიშნა.

ფერმერ ქალთა ასოციაცია მადლობას უხდის რესტორან „მალას გარდენის“ მესვეურებს თანადგომისა და 

მხარდაჭერისთვის.