ისტორია

ფერმერ ქალთა ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 20 ივნისს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. იგი არის თავისუფალ ფერმერ ქალთა გაერთიანება, რომელიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას, განვითარებას, გენდერული თანასწორობის დაცვასა და ფერმერ ქალთა სათანადო ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში.
ორგანიზაციის პროფილი – მედიატორი, საგანმანათლებლო, აგრო კონსალტინგი:
• ფერმერი ქალების ხელშეწყობა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში;
• ფერმერ ქალთა ძალისხმევის გაერთიანება თემში მეწარმეობის განვითარებისათვის;
• ფერმერი ქალების მხარდაჭერა ცოდნის მიღება-გამოყენებაში და ფერმერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
• ფერმერი ქალების მხარდაჭერა საკუთრებისა და სხვა უფლებების დაცვაში;
• ფერმერი ქალებისათვის საკრედიტო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა;
• ფერმერ ქალთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.
ასოციაციის სამიზნე ჯგუფებია აგროსექტორში დასაქმებული და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ქალები.
ორგანიზაცია მუშაობს ქალთა მდგომარეობის შესახებ კვლევებზე, მათი პრობლემების გამოვლენასა და პრიორიტიზირებაზე, ხელს უწყობს მათ მოგვარებას, ატარებს ტრენინგებს და უწევს ადვოკატირებას ქალთა ჯგუფებს.
განხორციელებული საქმიანობები:
 არა ძალადობას – ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
• კონფერენციებში მონაწილეობა
• აქცია ძალადობის წინააღმდეგ
 ფერმერთა უფლებების დაცვის ღონისძიებები
• 2014 წლის 7 ივნისის . ასოციაციის სათაო ოფისი . საგანგებო კონფერენცია თემაზე :
“კახეთის რეგიონი – სტიქიური უბედურების ზონა”
• 2014 წლის 14 ნოემბერი . საგანგებო სამუშაო შეხვედრა თემაზე :
„ქიზიყი – სტიქიური უბედურების ზონა“

 სასმართლო პრაქტიკა
• სახელმწიფო პროგრამით დაზარალებული ფერმერების საქმე – მოგებულია სამი პროცესი;
• გვალვისგან დაზარალებული ფერმერების საქმე – მიმდინარე პროცესი;
• მიწის გადასახადის შემცირებისთვის – კონსტიტუციური სარჩელი.

ასოციაციის გამგეობა არსებული რიგითი საკითხების თუ პრობლემების დროულად გადაწყვეტის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო და საპარლამენტო სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიის საშუალებებთან. მონაწილეობს კონფერენციებსა და შეხვედრებში, აქტიურად არის ჩართული ძალადობის წინააღმდეგ აქციაში და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხებში.
2014 წლიდან EaPTC-ის საშუალებით ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო თანამშრომლობაში აზერბაიჯანელ კოლეგებთან
2015 წლის მარტიდან ასოციაცია გახდა USAID/REAP-ის სტრატეგიული პლატფორმის „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების“ წევრი.
2015 წლის აპრილიდან ასოციაცია არის სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს „დიალოგი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა როლის გაძლიერების“ სამუშაო ჯგუფის წევრი.
ასოციაციას არსებობის 2 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 5 პროექტი, ესენია:

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით
• კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა(15.12.2013- 15.04.2014წელი)
• კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარება (15.07-15.11 2014 წელი)
• ფერმერ ქალთა განვითარების მხარდაჭერა (01.01-01.04 2015 წელი)

„მოლი კახეთში“ დაფინანსებით
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეცხოველე ფერმერ ქალთა გააქტიურება და მათი ჩართვა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ (01.06-01.09 2014წელი)

ქალთა ფონდი საქართველოში
კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება (01.12. 2014წ – 01.07.2015 წ.)
გაეროს განვითარების პროგრამა
18.06-15.11.2015 წ. გაეროს განვითარების პროგრამამ ასოციაცია დააფინანსა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა ცვლილება წესდებაში და ასოციაციის სტრატეგიული განვითარების 5 წლიანი გეგმა, რომლის განხილვაც მოხდა ასოციაციის წევრებთან კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული მდგომარეობა, სასოფლო-სამეურნეო მიწების კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციული გადასახადი და საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის დროს არსებული პრობლემები. 2015 წლის 7 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა კონფერენცია თემაზე: სახელმწიფო-მიწა-ფერმერი, სადაც ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ასოციაციის მიერ შემუშავებული და კახეთის რეგიონში განხილული კონცეფციაც.
კონფერენციის შედეგად ასოციაციის ავტორიტეტი და ცნობადობა გასცდა კახეთის რეგიონს. ასოციაციაში გაწევრიანებას ითხოვენ ფერმერი ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ამიტომ, საჭირო გახდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, რათა ასოციაციის სამოქმედო არეალის გაფართოებას ხელი არ შეშლოდა.
პროექტის ფარგლებში 2015 წლის 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს ჩატარდა კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის საერთო კრება, სადაც მოსმენილ იქნა ასოციაციის საქმიანობის ორი წლის ანგარიში და შევიდა ცვლილებები წესდებაში, რომლის საფუძველზეც ასოციაციას ეწოდა „ფერმერ ქალთა ასოციაცია“, ამასთან, დამტკიცდა ორგანიზაციის განვითარების 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა.
დღეისთვის ორგანიზაციას ჰყავს 6 თანამშრომელი. მხოლოდ კახეთის რეგიონის მასშტაბით წევრთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა.
ასოციაცია მუდმივად თანამშრომლობს მასმედიის საშუალებებთან როგორც რეგიონალურ, ისე ეროვნულ დონეზე.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია ორგანიზაციის საქმიანობის გაშლა გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის მოკლევადიან გეგმებში ასახვით და კახეთის რეგიონიდან მისი სამოქმედო არეალის გაფართოება საქართველოს სხვა რეგიონებში; ქვეყნის მასშტაბით სამიზნე ჯგუფების მოძიებით, მათი გააქტიურებით წევრთა რაოდენობის გაზრდა; ფერმერთა განათლებისა და უფლებების დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებებსა და საქმიანობებში აქტიურ ჩართულობას.

დღეისთვის ასოციაციის ხელმძღვანელია
ქალბატონი ირინე ფხოველიშვილი
599 105 177, 571 105 177, 557 683 454.