კივი (აქტინიდია) – პლანტაციის გაშენება, მოვლა, ჯიშები

პლანტაციის გაშენება

ნიადაგის შერჩევა/მომზადება. კივისათვის საუკეთესოა ჰუმუსით მდიდარი წითელმიწები, ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა სუსტი გაეწრებული და ალუვიური ნიადაგები.

კივის გაშენების პირველი ღონისძიება არის ნიადაგის გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან და მოხვნა.

ხვნას აწარმოებენ პლანტაჟური წესით 50-60 სმ სიღრმეზე. ხვნის წინ სასურველია შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული სასუქები, რომელთა დოზებიც დგინდება კონკრეტული ნაკვეთის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

რელიეფი. კივის დარგვის წინ ვაკე და ფერდობ ადგილებზე (150-მდე დაქანებისას) ეწყობა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45-50 სიღრმეზე, ხოლო 15-დან 300-მდე დაქანებულ ფერდობებზე კი ტერასები ეწყობა.

პლანტაციას აშენებენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, 4X5მ. კვების არით, 500 მცენარე ჰექტარზე. გამოიყენება კალმების დაფესვიანებით ან მყნობით მიღებული ორწლიანი ნერგები, 6-8 მდედრობით მცენარეზე ერთი მამრობითი მცენარე.

შემოდგომაზე იღებენ 60 სმ. სიღრმისა და 50 სმ. სიგანის ორმოებს. შეაქვთ 10კგ. გადამწვარი ნაკელი, 200გრ. ფოსფორი, 100გრ. კალიუმის ნაზავი.

დასარგავი ორმოს მომზადება-განოყიერება და დარგვის წესი. შემოდგომაზე იღებენ 60 სმ. სიღრმისა და 50 სმ. სიგანის ორმოებს. შეაქვთ 10კგ. გადამწვარი ნაკელი, 200გრ. ფოსფორი, 100გრ. კალიუმის ნაზავი. დარგვის შემდეგ ნიადაგი ნერგის ირგვლივ იტკეპნება, ნერგი იკვრება ჭიგოზე და ირწყვება.

კივისათვის აუცილებელია მყარი საყრდენი — 2 მ-იანი რკინის, რკინაბეტონის ან ხის ბოძი.

იმის გამო, რომ აქტინიდია ორბინიანი მცენარეა, ყოველ 7-8 მდედრობით ფორმაზე რგავენ ერთ მამრობით ფორმას, ამასთან დამტვერიანების პროცესში განაყოფიერების ამაღლების მიზნით საჭიროა პლანტაციის ერთ ჰექტარზე ფუტკრის ერთი ოჯახის არსებობა.

ნერგი. უმეტესად გამოიყენება დაფესვიანებული, ან ნათესარებზე მყნობით მიღებული 2-3 წლიანი ნერგები

დარგვის სქემებიაქტინიდიის ბაღების გასაშენებლად მიმართავენ გაადგილების სამ ძირითად სქემას: კვადრატულს, სწორკუთხოვანს და ჭადრაკულს. ამ სქემების მიხედვით მცენარეთა და რიგთაშორის მანძილებია:

  • კვადრატული: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 4 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 600 მცენარე).
  • სწორკუთხოვანი: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 5 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 500 მცენარე).
  • ჭადრაკული: 4 მეტრი მცენარეებს შორის და 4 მეტრი რიგებს შორის (ამ წესით გაშენებისას ერთ ჰა-ზე ეტევა 600 მცენარე).

დარგვის დრო. ოქტომბერი, ნოემბერი, მარტი, აპრილი.

კივის გავრცელებული ჯიშები

ჰარვარდი

ნაყოფის საშუალო წონა 80 გრამამდეა, მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე შეადგენს 17 ტონას.

ბრუნო

ნაყოფის საშუალო წონა 60-65 გრამამდეა, მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე შეადგენს 15 ტონას.

მონტი

ნაყოფის საშუალო წონა 60-65 გრამამდეა, მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევარში. საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე შეადგენს 15 ტონას.

კივის პლანტაციის მოვლის აგროწესები

ნიადაგის დამუშავება. კივისათვის დამახასიათებელია ზედაპირული ფესვების განვითარება, რის გამოც ის ვერ იტანს ნიადაგის ხშირ დამუშავებას. აქედან გამომდინარე ფესვთა სისტემის გავრცელების არეში ნიადაგი მუდმივად დაფარული უნდა იყოს ბალახით ან მულჩით. ასევე შესაძლებელია მცენარის ფესვის ყელიდან 1 მ-ის დაშორებით 4-5 წეილიწადში ერთხელ ნიადაგის მსუბუქი კულტივაცია, ხოლო ფერდობებზე ნიადაგის მსუბუქი დამუშავება-აჩეჩვა ფიწლით – ორგანული და მინერალური სასუქების შეტანის ფონზე.

გასათვალისწინებელია რომ ფესვთა სისტემის გავრცელების არეში (ძირებში) მჭრელი ბარით ნიადაგის ღრმა დამუშავება დაუშვებელია.

მორწყვა. კივი ტენის მოყვარულია, ამიტომ მისი პლანტაცია უნდა გაშენდეს სარწყავ ადგილებში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე. ყველაზე მეტად კივი წყლისადმი მომთხოვნია ახალი ნაზარდების გამოჩენიდან ყლორტების მეორე გასხვლამდე (მაისი-აგვისტო).

კვლებში მიშვებით მორწყვა უმჯობესია ჩატარდეს საღამოს საათებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არსებობს მორწყვის წვეთოვანი სისტემა, მორწყვა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში.  მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე არის 350-400 კუბ./მ.

გასხვლა. გასხვლის პირველი პერიოდი იწყება დარგვის პირველი წლიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში გასხვლის ამოცანაა საშუალება მიეცეს მცენარეს განივითაროს ძლიერი შტამბი და გვერდითი ღერო-ტოტები. სავეგეტაციო პერიოდში კვირტებიდან წარმოქმნილი მსხვილი ყლორტები უნდა აიკრას ჭიგოზე, წვრილი ყლორტები კი მოშორდეს.

მცენარე მსხმოიარობაში შედის მე-4 მე-5 წელს. მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ აქტინიდიის მცენარეს ესაჭიროება საზამთრო და საზაფხულო გასხვლები.

საზამთრო გასხვლები ტარდება გაზაფხულზე თებერვალ-მარტში, ხდება ვარჯის გამოხშირვა და წინა წლის ნაზარდების დამოკლება.

საზაფხულო გასხვლების მიზანია მეორადი ნაზარდების (ნამსხვრევები) მოცილება და ხვიარა წვეროების წაჩქმეტა. საზაფხულო გასხვლები ტარდება მცენარის ვეგეტაციის სიძლიერის მიხედვით ივნისში და აგვისტოში.

ანასხლავი მწვანე მასა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მცენარის ძირებში მულჩად.

ნიადაგის განოყიერება. ორგანული სასუქებიდან აქტინიდიისათვის ხელსაყრელია გაშენებამდე 80-100 ტონა ნაკელის შეტანა ჰექტარზე ნიადაგის წინასწარი დამუშავების პერიოდში. მსხმოიარობის პერიოდში სასურველია 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელის შეტანა მცენარის ირგვლივ შტამბისაგან მოცილებით, ასევე საუკეთესო ორგანულ სასუქს წარმოადგენს დაბალი მჟავიანობის შემცველობის ტორფი. ასევე გაშენებისათვის ნიადაგის დამუშავებისას საჭიროა მინერალური სასუქების ნიადაგის ანალიზით დადგენილი დოზების შეტანა.

კივის პლანტაციაში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით. საორიენტაციოდ კი ყოველწლიურად საჭიროა კივის პლანტაციაში, თითოეულ ძირზე შეტანილი იქნას მინერალური და ორგანული საკვები ელემენტები შემდეგი რაოდენობებით:

გრ/თითოეულ ხეზე (სუფთა ნივთიერებები)
პლანტაციის ასაკი აზოტი ფოსფორი კალიუმი
2 წლის 100  გრ. 60 გრ. 90 გრ.
3 წლის 150 გრ. 90 გრ. 130 გრ.
4 წლის 200 გრ. 110 გრ. 150 გრ.
5 წლის 250 გრ. 140 გრ. 180 გრ.
6 წლის 300 გრ. 160 გრ. 350 გრ.
7 წლის 350 გრ. 180 გრ. 500 გრ.
7 და მეტი წლის 350 გრ. 180 გრ. 500 გრ.

წყარო: áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს აგრარიკოსთა მოძრაობა