სოფელ კნოლევში ფერმერ ქალთა ასოციაციამ ფერმერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა კონფლიქტისპირა სოფელ კნოლევში  მცხოვრებ ფერმერ ქალებს და ახალგაზრდებს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილზე გაცნობოდა საოკუპაციო ხაზთან მყოფი ფერმერებისა და სოფლების მდგომარეობას. ასევე ასოციაციის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მეურნეობებს,  ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე მოთხოვნად პროდუქტებს და წარმატებული ფერმერი ქალების მაგალითებს.

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა  საზღვრისპირა სოფლებისა და ფერმერების გაძლიერების ხელშეწყობა, მაგრამ განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია კონფლიქტისპირა სოფლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობებია, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რაოდენ ფაქიზი და მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებთათვის თავისი მხარე. მიუხედავად მუდმივი შიშისა, მაინც ახერხებენ დამწვარი სახლების, დანგრეული მეურნეობების აღდგენას და სოფლის გაცოცხლებას.

შეხვედრაზე დაიგეგმა  მთელი რიგი ღონისძიებებისა, რაც უკეთ გამოკვეთავს იმ მიმართულებებს, რომელიც იქნება უფრო ეფექტიანი და სასარგებლო სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.