შეხვედრა  ფერმერ ქალთა ასოციაციასა და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან

ლაგოდეხი-ლელიანი

UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში 2017 წლის 13 აგვისტოს სოფელ ლელიანში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ასოციაციის გამგეობის წევრის ნანა ნერსეზაშვილის ორგანიზებით შედგა  შეხვედრა  ფერმერ ქალთა ასოციაციასა და  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან.

შეხვედრის დროს განიხილეს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა, შესაძლებლობები და გამოწვევები; სახელმწიფო პროგრამების დადებითი და უარყოფითი მხარეები; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მნიშვნელობა და გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ზრდასრულთა ცენტრს ეწვია  ჩამოსული სტუმრების დელეგაცია.