მცირე მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა

UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წლის 17 სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე საქართველოს 6 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა) ფერმერ ქალთა ასოციაციამ განახორციელა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონებში მცირე მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში გამოვლენილ 24 გამარჯვებულ ქალბატონს ასოციაციამ შეუძინა და გადასცა მათი ბიზნესის გაძლიერებისთვის შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა.