ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფერმერ ქალთა ასოციაციასთან გააფორმა

2018 წლის 27 ივლისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაცა- ფერმერ ქალთა ასოციაციასთან  თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმები ითვალისწინებს აღნიშნულ ორგანიზაცასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები განიხილეს.

მემორანდუმების ფარგლებში, ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ნატოსა და ევროკავშირზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ახალგაზრდებისა და ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.