საახალწლო ბაზრობა.

📌ფერმერ ქალთა ასოციაცია, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, აწყობს საახალწლო ბაზრობას, რომელიც გაიმართება თბილისში ლერმონტოვის 12-ში, სასტუმრო „მაქმანის“ ეზოში.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება კვების პროდუქტები, ნუგბარები, სასმელები, საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარები, საჩუქრები, სამკაულები და მრავალი საინტერესო პროდუქტი.
📌ბაზრობაზე მოწვეულები იქნებიან პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, სხვადასხვა ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. მოხდება ბაზრობის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და პარტნიორი ტელევიზიით გაშუქება.
✅ბაზრობაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა მოგვწეროთ ფერმერ ქალთა ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
📞598 830 630 (მარიამი)
568 418 833 (ნინო), სადაც უნდა დააკონკრეტოთ თუ რის წარმოდგენას გეგმავთ.
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!