სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ფერმერ ქალთა ასოციაციას შეხვდა

 

2018 წლის 3 ივლისს. ქ. გურჯაანი

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გენდერის საკითხებში ეთერ შიუკაშვილი 2018 წლის 3 ივლისს ქ. გურჯაანში შეხვდა  ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობის მიმართულებების გაცნობა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რომლებსაც ქალები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხაზი გაესვა ქალთა ინფორმირებასა და ცოდნის დონის ამაღლებას მათი ეკონომიკური გაძლიერებისა  და საჭიროების გამოვლენა/დაძლევის მიზნით.

მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს მასწავლებელთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შეზღუდვაზე და სხვა პრობლემებზე, რაც რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ფაქტობრივად მოხდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეფასება.

დაიგეგმა  სახალხო დამცველის აპარატსა და ფერმერ ქალთა ასოციაციის შემდგომი თანამშრომლობა.