„სიღნაღქალაქობა 2018“ გაიმართება

2018 წლის 10 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ქ. სიღნაღში იმართება „სიღნაღქალაქობა 2018“.

ფერმერ ქალთა ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საზეიმო ღონისძიებაში წევრების მიერ წარმოებული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი ასოციაციის წევრები დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 595 399 229, 571 292 929 ან მოგვწერეთ  ელ. ფოსტაზე: info@awf.org.ge არაუგვიანეს 9 ნოემბერის 12 საათამდე.