სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე

 

    სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაერომ, 28 ოქტომბერს, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოაწყო შეხვედრა-სემინარი კახეთის რეგიონის მეწარმე ქალებთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ნუნუ კარდენახიშვილის ისტორიულ მარანში. რეგიონალურ შეხვედრა-სემინარებზე მეწარმე ქალების დასწრება დააორგანიზა ფერმერ ქალთა ასოციაციამ.