სოციალური კამპანია “თანასწორობა გვჭირდება”

სოციალური კამპანია სახელწოდებით, “თანასწორობა გვჭირდება” ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დაიწყო.

გაიმართა სიმბოლური პერფომანსი, რომლის დროსაც ყურადღება სხვადასხვა ბარიერებსა და მისი გადალახვის გზებზე გამახვილდა.

ღონისძიების მონაწილეები ამბობდნენ, რომ საზოგადოების ჩართულობა გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანია.

დედაქალაქში ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებს.

საზოგადოებრივი კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.