ფერმერ ქალთა ასოციაციამ მომხმარებელთა თხოვნით გამართა განმეორებით ბაზრობა

ფერმერ ქალთა ასოციაციამ მომხმარებელთა თხოვნით კაფე „კალიფსოში“ განმეორებით გამართა საახალწლო ბაზრობა. ამ დღეს უკვე წარმოდგენილ ფერმერებს ახლებიც შეემატნენ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზეს მომხმარებელს.

ფერმერ ქალებს მხარდაჭერა გამოუხატეს საკრებულოს დეპუტატებმა დავით უთმელიძემ და ლადო ძნელაძემ. ისინი დიდი შთაბეჭდილებით წავიდნენ გამოფენიდან და შენაძენიც გააკეთეს.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, ასეთი ბაზრობები სულ მალე უფრო მაშტაბურ სახეს შეიძენს, რაც დიდი მხარდაჭერა იქნება მეწარმე ქალბატონებისათვის.