ფერმერ ქალთა ასოციაცია გიწვევთ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის საზეიმო ღონისძიებაზე

15 ოქტომბერს მსოფლიო აღნიშნავს გაეროს მიერ დაწესებულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს. ამ დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ტრადიციულად ეხმიანება რეგიონებში არსებულ პრობლემებს და იმ გამოწვევებს, რაც უკავშირდება ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და რეგიონებში მიმდინარე პროცესებში ქალების მეტ ჩართულობის საკითხებს.

ფერმერ ქალთა ასოციაცია 2012 წლიდან აქტიურად არის ჩართული „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის“ საზეიმო ღონისძიებაში.

ტრადიციულად მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს 11 საათიდან 16 საათამდე გიწვევთ ფერმერი და შემოქმედი ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვაზე, რომელიც გაიმართება ქ. თელავში რუსთაველის ქ. N4 „ბატონის წყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე.