ფერმერ ქალთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგებს

  1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეებისთვის

კურსის მიზანი:  ბიზნეს განვითარება.

კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე

კურსის ღირებულება: 120 ლარი 

კურსი აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის ვინც გეგმავს მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამებში: „დანერგე მომავალი“ და „აწარმოე საქართველოში“.

 

რას მიიღებთ კურსის გავლით:

  • ვინ არიან მეწარმეები და რა თვისებები უნდა ახასიათებდეს წარმატებულ მეწარმეს;
  • რა არის ბიზნესი და რა პოტენციური გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე;
  • საკუთარი მეწარმეობრივი უნარების, მოტივების და მიზნების შეფასება და ინდივიდუალური განვითარების საჭიროებები წარმატებული საქმიანობის გეგმის განსაზღვრა;
  • მარკეტინგი, როგორც ბიზნესის ფუნქცია, რომელიც ემსახურება მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და როგორ ვაქციოთ მარკეტინგი ბიზნესის მართვის ეფექტურ სტრატეგიად;
  • როგორ განვსაზღვროთ სწორად ბიზნესის ადგილმდებარეობა და მომხმარებელი;
  • როგორ განავითაროთ დაბალ ბიუჯეტიანი კომუნიკაციის სტრატეგიები მომსახურების პრომოუშენის მიზნით;
  • როგორ განსაზღვროთ ფასები მომსახურებასა და პროდუქტზე, რომელსაც შესთავაზებთ მომხმარებელს.

 

  • ს/ს კოოპერატივების ფუნდამენტური პრინციპები ( 7 პრინციპი);
  • ორგანიზაციული სტრუქტურა/ მმართველობითი ორგანოები და ფუნქციები;
  • კოოპერატივის მეპაიეობა (უფლება/მოვალეობები/წევრობა მიღება-გასვლა);
  • სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვა/ბიუჯეტირება და მართვა;
  • ბიზნესის აღწერა/დაგეგმვა და მართვა;
  • მარკეტინგი /ბაზრის ანალიზი/;
  • ფასწარმოქმნა;
  • ფინანსური დაგეგმვა.

პრაქტიკული სამუშაო:

თითოეული განხილული საკითხის შემდეგ, მონაწილეები ინდივიდუალურად შეასრულებენ სავარჯიშოებს, დაგეგმავენ საკუთარ წარმოებას და შეადგენენ ბიზნეს გეგმებს, რაც დაეხმარებათ თეორიული მასალის უკეთ გაგებაში.

 

 

  1. მრავალწლიანი ნარგავების სხვლა-ფორმირება

 

კურსის მიზანი:  მეხილე ფერმერების მომზადება ხილის ბაღების მოვლისა და აღდგენისათვის.

კურსის ხანგრძლივობა: 2 დღე

კურსის ღირებულება: 150 ლარი

კურსი აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის ვინც გეგმავს მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო პროგრამებში: „დანერგე მომავალი“ და „აწარმოე საქართველოში“.

რას მიიღებთ კურსის გავლით:

  • ხე მცენარეების სწორად რგვის თეორიული ცოდნა;
  • ხე მცენარეების სწორად რგვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ხე მცენარეების სწორი სხვლა-ფორმირების თეორიული ცოდნა;
  • ხე მცენარეების სწორი სხვლა-ფორმირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თქვენ მიიღებთ მრავალწლიან ინტენსიურ ხილის ბაღს.