ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრები ფერმერებთან

ფერმერ ქალთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“.
პროექტის მიზანია:
➢ საოჯახო მეურნეობების შესახებ საზოგადოების აზრის განსაზღვრა;
➢ ფერმერ ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ფერმერული მეურნეობისა და გარემოსდაცვის მიმართულებით.

კახეთის რეგიონში შეხვედრები ჩატარდა 27 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით.