„ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“

ფერმერ ქალთა ასოციაცია  შეხვდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და ფერმერებს. შეხვედრის მიზანს წარმოაგდენდა  ფერმერების ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მომზადებული საინფორმაციო მასალის გადაცემა და სარეკომენდაციო წინადადებების შეჯერება.

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 14 ივლისს  პროექტ  „ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით  და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“  ფარგლებში შედგა.