ქალბატონ ნინო წილოსანსა და ირინე ფხოველიშვილის სამუშაო შეხვედრა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს პარლამენტში შდგა აგრარულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის ქალბატონ ნინო წილოსანსა და ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის ირინე ფხოველიშვილის სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის დროს განიხილეს: სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მუშაობის შემაფერხებელი გარემოებები; შუაფხოს რძის გადამამუშავებელი საწარმოსა და გორის თაფლის საწარმოს პრობლემები; რძის მწარმოებელი ფერმერების პრობლემები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმების შესაძლო დახურვები; მეხორბლეობა და ქვეყნის პოტენციალის ხორბლის წარმოების გაზრდასთან დაკავშირებით; ფერმერის, ფერმერული მეურნეობებისა და აგროსექტორის ინვესტორის სატუსების განსაზღვრის აუცილებლობა; მიწის ფონდის მმართველობა; საოჯახო მეურნეობებისთვის სტატუსის მინიჭებისა და მათი განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობა.
ასევე ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვაზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის ექსპერტი ქალბატონი თამარ ფხაკაძე.