შეხვედრა SUSTAIN CAUCASUS-ის საერთაშორისო საკითხებში ვიცე-თავმჯდომარე მარიტა რიდლსთან

07 და 09 აპრილი 2022 წელი
ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია SUSTAIN CAUCASUS-ის საერთაშორისო საკითხებში ვიცე-თავმჯდომარეს ქალბატონ მარიტა რიდელს.
შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მხარეები შეეხნენ სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარების პერსპექტივებს, ფერმერების მზაობას ორგანული მეურნეობების გაძლიერების მიმართულებით, ასევე გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარებასა და დარგში ახალგაზრდების მეტ ჩართულობის ხელშეწყობას.