შეხვედრები რეგიონებში

ფერმერ ქალთა ასოციაციამ UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“ ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები საქართველოს 7 რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში. შეხვედრები შედგა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) მხარდაჭერითა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით.
შეხვედრები მიზნად ისახავდა საპროექტო რეგიონებში ორი კატეგორიის სამიზნე ჯგუფების გამოვლენას.
I კატეგორია, ანუ მოწყვლადი ჯგუფის ქალები, მცირე/საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში ჩართული ქალები, ესენი არიან: არასრულწლოვანი შვილების დედები, მრავალშვილიანი, მარტოხელა, ქვრივი და გაშორებულები, ასევე ის ქალები, რომლებსაც ჰყავთ შშმ პირი სახლში და თვითონ უვლიან მათ.
II კატეგორია ითვალისწინებს აგროტურიზმში ჩართული ქალების გამოვლენას.
ორივე კატეგორიაში ჩართული ქალებისთვის დაგეგმილია მათთვის საინტერესო თემებზე დისტანციური სწავლება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.