შეხვედრები ფერმერ ქალებთან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

2018 წელი 30 აპრილი –  2 მაისი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

ფერმერ ქალთა ასოციაციამ, ქალთა ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „ფერმერ ქალთა ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის კუთხით  და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში განახორციელა შეხვედრები ფერმერ ქალებთან სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.

პროექტის კოორდინატორისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონში ასოციაციის წარმომადგენლის თეონა მაისურაძის მიერ შერჩეულ სამიზნე ჯგუფებთან მოხდა ასოციაციის გაცნობა, ბიომეურნეობის მიმართ ჯგუფის წევრების ცნობიერების შეფასება და კონსულტანტ ლია თედორაძის მიერ   გაკეთდა პრეზენტაცია თემაზე „ბიომეურნეობა და მისი გავლენა გარემოზე“.

შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და დაიგეგმა შემდეგი აქტივობები

იხილეთ ფოტოგალერეა