ძირითადი მიმართულებები

           ასოციაცია აქტიურად მონაწილეობს, როგორც რეგიონის, ისე სახელმწიფო დონეზე გამართულ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში. აღნიშნული მოიცავს: საკანონმდებლო და საინიციატივო რეკომენდაციების მომზადებას და მუდმივ თანამშრომლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. საქმიანობის განხორციელების პროცესში, ორგანიზაცია  მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და დარგში არსებული პრობლემების ეფექტიანი მოგვარება.

    ორგანიზაცია ეწევა ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას და ფერმერ ქალთა წარმატებების გაშუქებას.

     ასოციაცია ასევე აქტიურად მუშაობს მცენარეთა და ცხოველთა დაცვის, ტყის რესურსების შენარჩუნება-აღდგენის, ნიადაგის ეროზიის დაძლევის, გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური ბალანსის საკითხებზე, აგრეთვე ვეტერინარიის და ბიო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობაზე.