24 დეკემბრის საშობაო ბაზრობა

   2017 წლის 24 დეკემბერი,
თბილისი, კაფე კალიფსო, ფერმერ ქალთა ასოციაციის საშობაო ბაზრობა.
რუსთაველზე, კაფე კალიფსოს დარბაზში თავი მოიყარეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელმა ფერმერმა და შემოქმედმა ქალებმა. საშობაო ბაზრობის ერთი დღე ნამდვილ ზეიმად გადაიქცა. საშობაო ბაზრობა სამ დარბაზში განთავსდა პირველი დარბაზი დაიკავეს პროდუქტების მწარმოებელმა ფერმერებმა და მომხმარებელს შესთავაზეს ნატურალური ყურძნისა და თუთის წვენისგან მიღებული ბადაგით დამზადებული ჩურჩხელები; „ქიზიყური ნუგბარი“; ჩურჩხელები შოკოლადში და შოკოლადის ჩურჩხელები; გოზინაყი, ჩეჩნური ჰალვა და თაფლის სხვადასხვა ტკბილეული; თაფლი და ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტები, ყველის მრავალსახეობა, ნედლი ხაჭო, კარაქი, ერბო და დამბალი ხაჭო; ღვინის მრავალსახეობა; დედას პური და ნაზუქები; ჩირები, ხილის ჩიფსები და ტყლაპები; თხილის, ნუშის, მიწის თხილის და ნიგვზის პასტები; ინდაურები, ჯონჯოლი, სახლის ლუდი და სხვა პროდუქტები.
მეორე დარბაზი დაეთმო ღვინის მწარმოებლებს, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
მესამე დარბაზი მთლიანად დაიკავეს შემოქმედმა ქალებმა და საშობაო ბაზრობა გაალამაზეს საუკეთესო ხელნაკეთი ნამუშევრებით
ბაზრობაზე მომხმარებელს მიეცა საშუალება უშუალოდ მწარმოებლისგან ეყიდა სასურველი პროდუქტი, გასაუბრებოდა თითოეულს და გაეცვალათ კონტაქტები. 
მომხმარებლის კმაყოფილება გამოიხატა მათ სურვილში, რომ ამ ბაზრობას უნდა მიეცეს სისტემატიური ხასიათი. 
ფერმერ ქალთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის კაფე „კალიფსოს“ მფლობელებსა და საფერავი TV-ს ხელმძღვანელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ბაზრობას მიეცეს სისტემური ხასიათი.