დღეს ფერმერ ქალთა ასოციაციას 10 წელი შეუსრულდა.

17 ფერმერი ქალის მიერ დაფუძნებული ასოციაცია დღეს სრულიად საქართველოს მოიცავს და ცდილობს ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინოს სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები, მოახდინოს მათი პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა. ასოციაცია მუშაობს არა მარტო მათ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ კითხვის გაგრძელება

ფერმერ ქალთა ასოციაციასა და ა(ა)იპ „კავშირი

ფერმერ ქალთა ასოციაციასა და ა(ა)იპ „კავშირი მდგრადი განვითარებისთვის – ეკოვიჟენს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ითვალისწინებს პარტნიორობას, პროექტის მიმდინარეობების პროცესში საქმიანობის მხარდაჭერას და ერთობლივი აქტივობების განხორციელებას.

საქართველოში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტი.

საქართველოში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შედგა ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა NATURLAND-ის გუნდთან და დაინტერესებულ მხარეებთან. მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრფიკისა შეხვედრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებიტ განხორციელებისთვის. წარმატებები NATURLAND-ის გუნდს და ქართველ პარტნიორებს!!!

საახალწლო ბაზრობა.

📌ფერმერ ქალთა ასოციაცია, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, აწყობს საახალწლო ბაზრობას, რომელიც გაიმართება თბილისში ლერმონტოვის 12-ში, სასტუმრო „მაქმანის“ ეზოში. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება კვების პროდუქტები, ნუგბარები, სასმელები, საახალწლო ხელნაკეთი აქსესუარები, საჩუქრები, სამკაულები და მრავალი საინტერესო პროდუქტი. 📌ბაზრობაზე მოწვეულები იქნებიან პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, კითხვის გაგრძელება

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”

2022 წლის 31 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში, თელავში რეგიონული ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, პედაგოგები, მოხალისეები და სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები. ღონისძიების მიმდინარეობისას გაიმართა გამოფენაც. შეხვედრას ესწრებოდნენ ფერმერ ქალთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შეხვედრა პარლამენტში

23.05.2022 პარლამენტში გაიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული „აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც ქვეყანაში აგროდაზღვევის განვითარების პერსპექტივებზე და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს აგროდაზღვევის კონცეფციას.

შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტში.

“აგრარულ საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.”

შეხვედრა SUSTAIN CAUCASUS-ის საერთაშორისო საკითხებში ვიცე-თავმჯდომარე მარიტა რიდლსთან

07 და 09 აპრილი 2022 წელი ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია SUSTAIN CAUCASUS-ის საერთაშორისო საკითხებში ვიცე-თავმჯდომარეს ქალბატონ მარიტა რიდელს. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. მხარეები შეეხნენ სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარების პერსპექტივებს, ფერმერების მზაობას ორგანული მეურნეობების გაძლიერების მიმართულებით, კითხვის გაგრძელება

ასოციაციის და ახალი TV_ს ერთობლივი დახმარება უკრაინიდან დევნილ მრავალშვილიან ოჯახს.

05აპრილი 2022 წელი ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილმა, ტელეკომპანია „ახალ TV”-ს წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა უკრაინიდან დევნილი დავით მამასახლისის მრავალშვილიანი ოჯახი და გადასცა ასოციაციის წევრების შემოწირულობა. (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე) https://www.youtube.com/watch?v=7weV_ZES_WU&t=4s