ფერმერ ქალთა ასოციაციას 6 წელი შეუსრულდა

დღეს, 2019 წლის 20 ივნისს, ფერმერ ქალთა ასოციაციას შეუსრულდა დაფუძნების 6 წელი. ძვირფასო წევრებო და მხარდამჭერებო, გილოცავთ ასოციაციის იუბილეს. ჩვენ, თქვენი მონდომებითა და მხარდაჭერით, ერთად შევქმნით ძლიერ სოფელს, რომელიც უკეთესი მომავლის გარანტი და წარმატების საწინდარია.        

თემატური მოკვლევის ჯგუფმა – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ ზეპირი მოსმენა ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“, რომლის მთავარი მომხსენებელია საბჭოს წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების მოსმენას განაგრძობს. დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს მოუსმინა. „მე დარწმუნებული კითხვის გაგრძელება

ნინო წილოსანი: „ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა. დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ფერმერ ქალთა ასოციაციას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) და შპს „ანასტასიას“ მოუსმინა. მომხსენებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ეკონომიკისა კითხვის გაგრძელება

ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრები სკოლებში

         ფერმერ ქალთა ასოციაცია საქართველოს ოთხ რეგიონში: კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში“.  დაგეგმილი აქტივობის ფარგლებში შერჩეულ იქნა თითო რეგიონში თითი კითხვის გაგრძელება

ტრენინგები

               ფერმერ ქალთა ასოციაციამ, UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 4 რეგიონში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე:  „ფერმერული მეურნეობების ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯმენტი,  კითხვის გაგრძელება

ფოთში, ფერმერ ქალთა შეხვედრა გაიმართა 25/12/18

არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ოფისში, “საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა” პროფესიული კავშირის და “ფერმერ ქალთა” ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. ჩამოსული სტუმრები, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, საშუალო მეწარმეებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. მათ ფერმერული კოოპერატივების შექმნის უპირატესობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება კითხვის გაგრძელება

საინფორმაციო სახის შეხვედრა მეწარმეებთან

   მეწერმეებთან და საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე, DCFTA – შესაძლებლობები და რეგულაციები განიხილეს. შეხვედრის მიზანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მონაწილეები, ღონისძიების ფარგლებში ჩაქვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან, სადაც კითხვის გაგრძელება

შეხვედრა ფერმერ ქალებთან

   ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ფერმერ ქალთა ასოციაციის  წარმომადგენლებმა  მცირე და საშუალო მეწარმეების, საჯარო მოხელეების და დაინტერესებული პირებს თავისუფალი ვაჭრობის   მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები გააცნეს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლების კითხვის გაგრძელება

სოციალური კამპანია “თანასწორობა გვჭირდება”

სოციალური კამპანია სახელწოდებით, “თანასწორობა გვჭირდება” ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დაიწყო. გაიმართა სიმბოლური პერფომანსი, რომლის დროსაც ყურადღება სხვადასხვა ბარიერებსა და მისი გადალახვის გზებზე გამახვილდა. ღონისძიების მონაწილეები ამბობდნენ, რომ საზოგადოების ჩართულობა გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანია. დედაქალაქში ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ კითხვის გაგრძელება