„GLOBALG.A.P.-ის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ კონფერენციის მონაწილეობის საფასური ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებისთვის 50 ლარით განისაზღვრა

2018 წლის 7 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდება კონფერენცია „GLOBALG.A.P.-ის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, რომელსაც მასპინძლობს შპს „ჯი დი სი აი“ GLOBALG.A.P.-ის სამდივნოსთან, FoodPLUS GmbH-თან, თანამშრომლობით. კონფერენციის პარტნიორია ინიციატივა ტრაქტორი.  აღნიშნული კონფერენციის მიზანია გააცნოს დაინტერესებულ მხარეებს GLOBALG.A.P.-ის მოთხოვნები ხილისა და ბოსტნეულისთვის, დადებითი მხარეები და გამოწვევები, საექსპორტო ბაზრების მოთხოვნები. სამუშაო ჯგუფებში მოხდება GLOBALG.A.P.-ის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე მსჯელობა და შემდგომი ქმედებების განსაზღვრა. კონფერენციის ძირითად ნაწილს გაუძღვებიან GLOBALG.A.P.-ის სამდივნოს წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ბაზრის საცალო/საბითუმო ქსელის წარმომადგენლები, რომლებთანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ GDCI-ის ვებ-გვერდზე. კონფერენციაში მონაწილეობის თანხა განსხვავდება ორგანიზაციის ტიპის მიხედვით:

 

ორგანიზაციის ტიპი

მონაწილეობის

თანხა (ლარი)

დონორები და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები

300

კერძო კომპანიები (სს, შპს-ს სტატუსის მქონე ფერმერები,

ლაბორატორიები, პესტიციდები/ქიმიკატების/სათესლე/სარგავი მასალის მწარმოებლები)

100

კოოპერატივის წევრები

50

სავაჭრო ორგანიზაციები/საკონსულტაციო

კომპანიები/სერტიფიცირების ორგანოები/ადგილობრივი საცალო

ქსელის ობიექტები/ფერმერთა ასოციაციები

150

სახელმწიფო უწყებები

0

სხვა (მათ შორის ფიზიკური პირები)

80

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ GLOBALG.A.P.-ის სამდივნოს

ვებგვერდზე Tour 2018 Georgia.

თუ გექნებათ შეკითხვები, დაუკავშირდით:

თამარ ლაბარტყავა

პროექტის მენეჯერი

Tamar Labartkava

Project Manager

GDCI

74 Burdzgla Str., 0194 Tbilisi

Georgia

+995 599 955958

www.gdci.ge