2017 წლის 12 აგვისტო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელი გურგენიანი
UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანის ფერმერ ქალებს, რომლებსაც სურვილი აქვთ დააფუძნონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.
შეხვედრის დროს განიხილეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ძირითადი პრინციპები, სოფლის მეურნეობაში დღეს არსებული გამოწვევები, ქალის როლი დარგის განვითარებაში და დაგეგმეს შემდგომი აქტივობები.
