ფერმერ ქალტა ასოციაციის მარკეტინგული გეგმა

მარკეტინგული გეგმა

მომზადებულია:  2017 წელი

ფერმერ ქალთა ასოციაცია მარკეტინგული გეგმა 2017 წელი

 

მარკეტინგული გეგმის შეჯამება

 

2013 წლის 20 ივნისს დაფუძნდა არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის სტატუსით ორგანიზაცია   ,,ფერმერ ქალთა ასოციაცია“.

ასოციაციის მომხმარებლები საქართველოს მასშტაბით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალები არიან.

ასოციაციას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს  წევრები, წარმომადგენლები, მოხალისეები და მხარდამჭერები.

 

ასოციაციას ჰყავს მუდმივ მოქმედი ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც არიან ძირითადი დასაყრდენი ძალა ორგანიზაციისთვის აქტივობების განხორციელების პერიოდში.

 

მისია: ფერმერის გაძლიერების ხელშეწყობით სოფლის გაძლიერება და ზრუნვა ჯანმრთელი მომავალი თაობისთვის.

ხედვა:  ფერმერ ქალთა ასოციაცია სრულად და თანაბრად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროცესებში.

ასოციაცია მომხმარებელს სთავაზობს:

 

  • ტრენინგებს;
  • მასტერკლასებს;
  • კონსულტაციებს;
  • საჯარო შეხვედრებს/დისკუსიებს;
  • მონაწილეობას კონფერენციებში, სემინარებში და  შეხვედრებში.

 

ასოციაციის  სტრატეგია

 

  • ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა;
  • სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებით.

 

სტრატეგიის განხორციელებისთვის ასოციაციას აქვს დეტალური სამოქმედო მარკეტინგული  გეგმა.

 

 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის  სახელი:  ,,ფერმერ ქალთა ასოციაცია“

სამართლებრივი ფორმა:   არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირი

საიდენტიფიკაციო კოდი:    440389937

 

ორგანიზაციის იურიდიული მისამართი: საქართველო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი,  სოფელი    ვაქირი. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია: gutnis.deda@yahoo.com; info@awf.org.ge

 

ორგანიზაციის ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. წნორი მოსულიშვილის 6-ე ჩიხი, N5

 

დაფუძნების თარიღი:  2013 წლის 20 ივნისს.

 

ასოციაცია თავის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველობითი ორგანო არის გამგეობა.

 

გამგეობას საერთო კრება ირჩევს 15 წევრამდე შემადგენლობით 5 წლის ვადით. გამგეობის წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ 2-ჯერ. გამგეობის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი შემადგენლობის არჩევამდე.

 

გამგეობის თავმჯდომარე:

აირჩევა გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ხმათა უმრავლესობით 1 წლის ვადით;

 

ასოციაციის  მიზანია:

  • ასოციაციის წევრების განათლების დონის ამაღლება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
  • ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა;
  • სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობის საკითხებით.

2013 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები:

  • კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა -(გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით)
  • ფერმერ ქალთა განვითარების მხარდაჭერა – (გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით)
  • ფერმერ ქალთა ინსტიტუციური გაძლიერება და გეოგრაფიული განვითარება -(გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით)
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მეცხოველე ფერმერ ქალთა გააქტიურება და მათი ჩართვა სამთავრობო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (მოლი კახეთის დაფინანსებით)
  • კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარება (ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით)

2013 -2017 წლებში კახეთის  ფერმერ ქალთა ასოციაციამ მოიპოვა 295 657 ლარის ოდენობის დაფინანსება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და შემოწირულობებით.

 

სამომავლო გეგმები

 

მისია: ფერმერის გაძლიერების ხელშეწყობით სოფლის გაძლიერება და ზრუნვა ჯანმრთელი მომავალი თაობისთვის.

ხედვა:  ფერმერ ქალთა ასოციაცია სრულად და თანაბრად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროცესებში.

ასოციაციის არსებობის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს განსაზღვრული ის ძირითადი ღირებულებები, რაც უზრუნველყოფს ასოციაციის მდგრად განვითარებას და მის აქტიურ როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რაც მიიღწევა წევრთა ინფორმირებულობით, პროფესიული განათლების მიღებითა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით და მათ ჩართულობით მნიშვნელოვან ბიზნეს და საზოგადოებრივ ინიციატივებში.

 

ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც ორგანიზაციის გუნდს უწევს მუშაობა. საჭირო არის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ზუსტად მოახდინოს რეაგირება ასოციაციის პრიორიტეტებზე და შეძლოს დასახული მიზნების და  ამოცანების უკეთ შესრულება. ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში, ასოციაცია ზრუნავს  მათი მუშაობის გაუმჯობესებას და  მაქსიმალურად იყენებს  მუნიციპალიტეტებში არსებულ ადამიანურ რესურსებს.

ასოციაცია მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ ქალთა საქმიანობის ხელშეწყობას   და თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ სამთავრობო/არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასოციაციას განსაკუთრებით  მჭიდრო ურთიერთობა ექნება ფერმერებთან, სპეციალისტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ასოციაციის მმართველობა:

 

ასოციაციის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები გამგეობის წევრები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება მართონ ორგანიზაცია და ანგარიშვალდებულები იყვნენ მისიის წინაშე. გამგეობას საერთო კრება ირჩევს 15 წევრამდე შემადგენლობით 5 წლის ვადით. გამგეობა იკრიბება და ატარებს გამგეობის სხდომას არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის წევრთა საერთო კრება.

 

საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:

 

  1. მართვის პრინციპის, პოლიტიკის და მიზნების, სტრატეგიული მიმართულებების და საბიუჯეტო პარამეტრების დამტკიცება;
  2. ასოციაციის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება;
  3. ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევა;
  4. საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება;
  5. ასოციაციის წესდებით საერთო კრებისთვის განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

 

ასოციაცია უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ, მესამე პირად,  დააფუძნოს ფილიალები და წარმომადგენლობები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გასცეს მინდობილობები და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტები.

 

ასოციაცია თავის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ფინანსები

 

ასოციაცია თავის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ტრენინგების, მასტერკლასების საჯარო შეხვედრების/დისკუსიების სახით; წევრების მიღწეული წარმატებების რეკლამირებას და  ახალგაზრდა და დამწყები ფერმერებისთვის გაცნობას; წევრების მონაწილეობის ხელშეწყობას  ფესტივალებსა და გამოფენებში.

 

ასოციაცია გეგმავს ხელი შეუწყოს წევრების მიერ  წარმოებული პროდუქციის გაყიდვა- რეალიზაციას.  ამ მიმართულებით გამოიყენებს ინტერნეტ მარკეტს და სპეციალურ სტიკერებს. ასოციაცია გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10% მოიხმარს თავისი ფინანსური მდგრადობისთვის.

 

ასოციაციის, როგორც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა საწევრო გადასახადი და შემოწირულობა, რაც ყოველ წლიურად იზრდება და ასოციაციის განვითარების და მისი ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, საწევრო ანარიცხის ოდენობა და გადახდის წესს წევრების კატეგორიების მიხედვით ადგენს ასოციაციის გამგეობა.

 

ასოციაცია  თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამისად აქტიურად იღებს მონაწილეობას  საგრანტო კონკურსებში, მოძიებული დაფინანსება ასოციაციას აძლევს   საშუალებას განახორციელოს დასახული მიზნები და ამოცანები.

 

S.W.O.T. ანალიზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
·         ასოციაციის წევრების  მოტივაციის მაღალი ხარისხი;

·         ორგანიზაციის წევრების გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია სოფლის მეურნეობის სფეროში;

·         ორგანიზაციის  მაღალი ცნობადობა;

·         გუნდური მართვის გამოცდილება;

·         ურთიერთობები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საინფორმაციო  საშუალებებთან და საზოგადოებასთან;

·         კონტაქტები მეზობელი სახელმწიფოების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან;

·         ასოციაციის  ნორმალური ფუნქციონირებისათვის აქვს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

 

·         ფინანსური რესურსების სიმწირე;

·         საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების ნაკლები შესაძლებლობა;

·         წევრებისაგან ინიციატივების ნაკლებობა;

·         საერთაშორისო ინოვაციებისა  და ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

·         საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის სირთულე;

 

შესაძლებლობები

·         საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება, ქვეყანამ  მოახდინოს სოფლის მეურნეობასა და გენდერულ საკითხებში არსებული გამოწვევების დაძლევა;

·         საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი სოფლის მეურნეობაში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიმართ;

·         ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრადობის უზრუნველყოფა;

 

საფრთხეები

·         ქვეყნის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური არასტაბილურობა;

·         ეფექტიანი  ფერმერული საქმიანობის განხორციელებისათვის შეუსაბამო სამართლებრივი ბაზა;

·         ფერმერული საქმიანობის განხორციელების პროცესში ფერმერის  დაცვის სამართლებრივი გარანტიების არ არსებობა;

 

 

 

S.W.O.T. სამოქმედო  გეგმა

S.W.O.T. ანალიზში არსებული სუსტი მხარეების  და საფრთხეების  დასაძლევად.

 

S.W.O.T სუსტი მხარეები/საფრთხეები აქტივობები რომელიც მიმართულია სუსტი მხარეების/საფრთხეების დასაძლევად
ფინანსური რესურსების სიმწირე; ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით საკუთარი მომსახურების შეთავაზებისთვის სერვის პაკეტების შემუშავება;

აქტიური ჩართულობა საგრანტო კონკურსებში.

საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების ნაკლები შესაძლებლობა;

 

ასოციაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლება სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო კამპანიის წარმართვით;

ფერმერებისთვის საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირება და მუშაობა არაფორმალური განათლების აღიარებისთვის;

წევრებისაგან ინიციატივების ნაკლებობა;

 

წევრებთან ურთიერთობისა და წევრთა მომსახურების სტრატეგიის განსაზღვრა და სერვისების მიწოდება;

 

ფერმერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღებაში დახმარება

საერთაშორისო ინოვაციებისა  და ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

 

საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გამოფენებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის მხარდაჭერა/დახმარება;
საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის სირთულე;

 

გაწევრიანება ფერმერთა და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებში;

 

მჭიდროდ თანამშრომლობა საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ  ინსტიტუტებთან და  სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

ახალი აგროწარმოების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებისადმი ფერმერების უნდობლობა;

 

კონსულტანტების და სპეციალისტების მოწვევა ასოციაციის წევრებთან ერთად კონკრეტული საკითხების განსახილველად;

 

ქვეყნის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური არასტაბილურობა;

 

ასოციაციის მონაწილეობა სოფლის-მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში;

 

საკანომდებლო ინიციატივებისა და სარეკომენდაციო წინადადებების მომზადება სოფლის მეურნეობის საკითხებში

 

ეფექტიანი  ფერმერული საქმიანობის განხორციელებისათვის შეუსაბამო სამართლებრივი ბაზა; კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;

 

ფერმერული საქმიანობის განხორციელების პროცესში ფერმერის  დაცვის სამართლებრივი გარანტიების არ არსებობა; ადვოკატირების პორტფოლიოს შექმნა და პროცედურების განსაზღვრა;

 

მონიტორინგი და შეფასება სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში

 

ფერმერის და ფერმერული მეურნეობის სტატუსების არ არსებობა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ერთიანი ბაზის არ ქონა. ფერმერ ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება საქართველოს რეგიონების მიხედვით.

 

მომსახურებები

მომსახურება აღწერა ღირებულება ლარში
ტრენინგი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეებისთვის

1.    ვინ არიან მეწარმეები და რა თვისებები უნდა ახასიათებდე წარმატებულ მეწარმეს;

2.    რა არის ბიზნესი და რა პოტენციური გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე;

3.    საკუთარი მეწარმეობრივი უნარების, მოტივების და მიზნების შეფასება და ინდივიდუალური განვითარების საჭიროებები წარმატებული საქმიანობის გეგმის განსაზღვრა;

4.    ფერმერული მეურნეობის ადმინისტრაციული და ფინანსური მართვა (მცირე მეწარმეები და ს.ს კოოპერატივები)

5.    აგრო და ეკო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

6.    სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება სოფლად

 

კურსის ხანგრძლივობა:

3 დღე

კურსის ღირებულება

 

ასოციაციის წევრებისთვის – 60 ლარი, არაწევრებისთვის – 120 ლარი

 

მონაწილეთა რაოდენობა 20

მასტერკლასი

კენკრის მოვლა-მოყვანა და ახალი ბაღების გაშენება

 

§  ბაღის გაშენება;

§  მცენარის გასხვლა-ფორმირება;

§  მცენარის მოვლა-გამოკვება;

§  მოსავლის კრეფა.

კურსის ხანგრძლივობა: 8 თვე

კურსის ღირებულება:

წევრებისთვის – 80 ლარი

არაწევრებისთვის – 160 ლარი

კონსულტაციები

–   მეცხოველეობა,

–    მეფრინველეობა,

–   მემინდვრეობა/მემცენარეობა

–   მეხილეობა/მეკენკრეობა,

–   მეაბრეშუმეობა,

–   მეთევზეობა

ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები

 

საჭიროების მიხედვით;

ღირებულება:

წევრებისთვის – ინდივიდუალური 50 ლარი, ჯგუფური 20 ლარი;

არაწევრებისთვის – ინდივიდუალური 100 ლარი, ჯგუფური 50

 

საჯარო შეხვედრები/დისკუსიები ფერმერ ქალთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები და დისკუსიები ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და დაძლევისთვის.

პრობლემების ადვოკატირება შესაბამის სტრუქტურებთან

საჭიროების მიხედვით;

სავარაუდო ღირებულება: $ 3 800

მოძრაობა – $2 300;

განთავსება – $1500

კვლევები და ანალიზი კვლევები ღია და დახურული კითხვარის საშუალებით

კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

მუდმივად განახლებადი ვებ გვერდი.

სავარაუდო თანხა:

1 500$

 

შენიშვნა: ტრენინგების პირველი ეტაპისთვის ასოციაცია ცდილობს მოიპოვოს მთლიანი ან ნაწილობრივი დაფინანსება დამწყები და  მცრე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის

სოციაციის მომსახურების მოთხოვნა:

ასოციაციის წევრთა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით მზარდი და მოთხოვნადია, რაც გამოიხატა განხორციელებულ აქტივობებსა და შეხვედრებში. ყოველი შეხვედრის დროს ასოციაცია ატარებს გამოკითხვას დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გამოსავლენად და მათი მხრიდან იკვეთება მოთხოვნები არაფორმალური განათლების მიღებაზე, რაც იძლევა იმის საფუძველს და საშუალებას, რომ ორგანიზაციის მომსახურება იყოს მუდმივი და განახლებადი.

მომავლის ხედვა:

 

განვითარებული, განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქალი არის სოფლის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარების მაჩვენებელი.

 

მიზნები/ამოცანები

  • მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება;
  • ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით ბაზრის უზრუნველყოფა;
  • ექსპორტის გაზრდა;
  • სოფლების გაახალგაზრდავება;
  • მიგრაციის შეჩერება;
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
  • შობადობის გაზრდა.

ასოციაციის მომხმარებლები:

 

საქართველოს ყველა რეგიონის მცხოვრები  სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ქალები.

 

ასოციაციას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავს მუდმივი წევრები, წარმომადგენლები, მოხალისეები და მხარდამჭერები.

 

ასოციაციას ჰყავს მუდმივ მოქმედი ქალთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც არიან ძირითადი დასაყრდენი ძალა ორგანიზაციისთვის აქტივობების განხორციელების პერიოდში

 

ასოციაციის მუდმივად არის მომხმარებელთან კავშირში, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე პირადი შეხვედრებით. მან მოიპოვა ნდობა, შექმნა ორგანიზაციული იმიჯი და აქვს თავისი ფასეულობები, რომლითაც იზიდავს მომხმარებელს და ინარჩუნებს ურთიერთობას თავისი მომსახურებით/სერვისებით და  უკუკავშირებით (ანგარიშვალდებულება)

 

კონკურენტები

 

საქართველოში მოქმედებს არაერთი  ორგანიზაცია ქალთა უფლებების დაცვისა და ფერმერთა გაერთიანებები,  რომლებიც ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქტივობებს, აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ფერმერ ქალთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს მსგავს ორგანიზაციებთან, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, მაგრამ აქვს განმასხვავებელი ნიშნებიც, რადგან ასოციაციას ჰყავს თავისი მიზნობრივი ჯგუფი და მუშაობს უშუალოდ თავის წევრებთან, მაქსიმალურად აქვს მათ შესახებ უახლესი ინფორმაცია, რასაც ითვალისწინებს  პროექტების, სერვისები/მომსახურების და  სხვა აქტივობების განხორციელებისას.

ასოციაცია არ შედის რეგიონში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რასაც ხშირად აკეთებენ კონკურენტი ორგანიზაციები და ამიტომ მათი პროექტები არის მოკლე ვადიანი, ხოლო ორგანიზაციის პროექტები არის შედეგზე ორიენტირებული და ეს შედეგი დგება არა მარტო დონორთან წარდგენის მომენტისთვის, არამედ გრძელვადიანი პროგნოზისთვის. თითოეული პროექტის დამთავრების შემდეგ ასოციაცია კვლავ აგრძელებს ურთიერთობას ბენეფიციართან.

 

მარკეტინგული სტრატეგია:

 

  1. ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  2. სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა;
  3. სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  4. ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებით;

 

,,ფერმერ ქალთა ასოციაცია“   მიზნის მისაღწევად შემდეგ ნაბიჯებს და აქტივობებს განახორციელებს:

 

მარკეტინგული აქტივობა/ მნიშვნელოვანი მოვლენა პასუხისმგებელი პირი დასრულების სავარაუდო თარიღი დანახარჯი

($)

წარმატების ინდიკატორი
ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა; ასოციაციის თავმჯდომარე.

გამგეობა

ორგანიზაციის სტრუქტურის დახვეწა ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად განახლებადია  

26176 $

განგეობის სხდომები, მუდმივად შენარჩუნებული კადრი, მდგრადი ფინანსები
ასოციაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლება სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო კამპანიის წარმართვა;

 

ასოციაციის თავმჯდომარე,

მოწვეული სპეციალისტები,

მუდმივად მოქმედი პროცესია  

10 381 $

 

საინფორმაციო შეხვედრების რაოდენობა, შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა, გავრცელებული საინფორმაციო მასალის რაოდენობა
ასოციაციის მონაწილეობა სოფლის-მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში; ასოციაციის თავმჯდომარე; გამგეობის წევრები მუდმივად მიმდინარე პროცესი  

3 000 $

კონფერენციების, კონგრესების, შეხვედრებისა და სემინარების მუშაობაში მონაწილეობის რაოდენობა
საქართველოს რეგიონების მიხედვით ფერმერ ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება; ექსპერტ-სპეციალისტი და ტექ. ასისტენტი მუდმივად განახლებადი და აქტიური  

2 900 $

ჩატარებული კვლევები და დამუშავებული მონაცემთა ბაზა
ფერმერებისთვის საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;

ტრენინგების და მასტერ კლასების ჩატარება;

ასოციაციის თავმჯდომარე (ორგანიზაციული მხარდაჭერა);

ტრენერები/ფასილიტატორები

მუდმივად განახლებადი და აქტიური 3 500$ ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა და მონაწილეთა რაოდენობა
ფერმერების პრობლემების ადვოკატირება; ასოციაციის თავმჯდომარე; გამგეობა;

ასოციაციის იურისტი; მოწვეული სპეციალისტები.

მუდმივად 4 300$ გამოვლენილი პრობლემები და შესაბამის მიმართვიანობა.

 

სარეკლამო და სტიმულირების სტრატეგია

პრომოუშენი/სარეკლამო ტიპი სტიმულირების სტრატეგია მოსალოდნელი შედეგი დანახარჯი ($) დადგენილი ვადები
ასოციაციის მიმართ რეპუტაციის და ნდობის ამაღლება ბეჭდური მედიის და სოციალური ქსელების გამოყენებით.

 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში საზოგადოების 80% სარგებლობს სოციალური ქსელებით. ასოციაცია იყენებს საკუთარ სოციალურ ქსელს, კერძოდ ვებ გვერდს, ფეისბუქსა და იუთუბ არხს.

 

ასოციაციის სტრატეგიაა, რაც შეიძლება ბევრმა მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რაც ხელმისაწვდომია როგორც უშუალოდ მისი წევრებისთვის, ასევე მათი მომხმარებლებისთვისაც, რაც ქმნის ერთ საერთო საინფორმაციო ქსელს

·  გაიზრდება ორგანიზაციის ცნობადობა

·  გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა

·  გაიზრდება ტრენინგების და შეხვედრების რაოდენობა

·  თითელ რეგიონში შეიქმნება ასოციაციის შვილობილი ორგანიზაცია

 

4 000$

 

მუდმივად მოქმედი

 

 

რეგიონალური და ცენტრალური ტელევიზიით გამოსვლები. ტელევიზიები ფარავენ საქართველოს მთელ ტერიტორიას, მომხმარებელი, მიზნობრივი ჯგუფის გარდა,  ხდებიან სხვა დაინტერესებული პირებიც. განსაკუთრებული მესიჯები მიმართულია  ცენტრალური, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისკენ და ბიზნეს სექტორისკენ ასოციაცია მყარად იკავებს  თავის ნიშას და ინარჩუნებს ნდობას და მხარდაჭერას გლობალურ სივრცეში

 

 

 

 

 

 

 

 

10 000$ მუდმივად მოქმედი
ბეჭვდითი საინფორმაციო მასალები ვიზუალური და მუდმივად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მომხმარებელი ნებისმიერ დროს იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას 1 000$  
ვიდიე რგოლები სოციალურ ქსელში წარმატებული ფერმერი ქალების ამსახველი ვიდეო რგოლები ე.წ „წარმატების მაგალითები“ გაზრდილია სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ქალთა რაოდენობა; შემცირებულია დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთები;

გაზრდილია ოჯახების სოც. ეკონომიკური მდგომარეობა

3000$