2015 წლის წესდება შესწორებებით

ფ ე რ მ ე რ    ქ ა ლ თ ა  

 ა ს ო ც ი ა ც ი ა

                     

 

წ ე ს დ ე ბ ა  

 

თავი I

 

ასოციაციის სტატუსი, მიზნები და საქმიანობა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  • არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირი – ფერმერ ქალთა ასოციაცია (შემდგომში – ასოციაცია) მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად
  • ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 20 ივნისს. ასოციაციის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდებაა:

         ქართულად: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

                                      „ფერმერ ქალთა ასოციაცია”

                  ინგლისურად:  Non-commercial Legal Entity

                                       „Associaciation of Women Farmers”

 

1.3.  ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი,  სოფელი    ვაქირი. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია gutnis.deda@yahoo.com

1.4. ასოციაციას უფლება აქვს ჰქონდეს საანგარიშსწორებო და სხვა სახის  ანგარიშები, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში. ასოციაციას აქვს ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

1.5. ასოციაცია თავის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

1.6. ასოციაცია უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ, მესამე პირად,  დააფუძნოს ფილიალები და წარმომადგენლობები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გასცეს მინდობილობები და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტები.

1.7. ასოციაციას უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები, დადოს შესაბამისი შეთანხმებანი, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებეთა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ვალდებულებებს.

    

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა

2.1. ასოციაციის  მიზანია:

  • ასოციაციის წევრების განათლების დონის ამაღლება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
  • ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და ფინანსური მდგრადობის უძრუნველყოფა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა;
  • სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობის საკითხებით.

       

2.2. ასოციაციის საქმიანობა:

  • ასოციაციაშეიძლება ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნის განხორციელებას.
  • ასოციაცია შესაძლებელია ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით და ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.

თავი II

 

ასოციაციის მმართველობითი ორგანო

 

მუხლი 3. საერთო კრება

  • ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა წევრთა საერთო კრება.
  • საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით სცილდება  ასოციაციის გამგეობის კომპეტენციას.
  • კრება უფლებამოსილია თუ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წევრთა ნახევარზე მეტი. კრებაწარიმართება რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება მის დაწყებამდე.
  • კრებისოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. იგი პასუხს აგებს კრების ოქმის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.
  •  საერთო კრებაზე, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანა საჭიროებს დამსწრე წევრთა ორ მესამედს (წესდების ცვლილებების პროექტის საერთო კრების დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია გამგეობის ან საერთო კრების წევრთა ერთი მეათედის მოთხოვნით). საერთო კრების წევრები სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
  • საერთოკრების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების დამტკიცება;

ბ) ასოციაციის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება;

გ) ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევა;

     დ)ასოციაციის ფილიალების და წარმოამდგენლობების, სხვადასხვა სახის კომისიების, საკონსულტაციო საბჭოების  შექმნა და მათი  ლიკვიდაცია, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების დებულებების და ინსტრუქციების მიღება, მათი უფლებამოსილებების ფარგლების დადგენა;

ე) ასოციაციის წევრის გარიცხვა;

ვ) ასოციაციის საწევროს გადახდის ვალდებულების და მისი ოდენობის დადგენა, ასევე მისი  გაუქმება;

ზ) ასოციაციის ბიუჯეტის დამტკიცება;

თ) საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება;

ი) ასოციაციის წესდებით საერთო კრებისათვის განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

  • წესდებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გამგეობის თავმჯდომარეს.

 

     მუხლი 4.  კრების მოწვევის პროცედურა

4.1. წევრთა საერთო კრება მოიწვევა არანაკლებ წელიწადში  ერთხელ გამგეობის მიერ. კრებას იწვევს გამგეობა მაშინ, როცა ამას მოითხოვს ასოციაციის ინტერესები.

4.2. რიგგარეშე კრება მოიწვევა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ინიციატივით, გამგეობის გადაწყვეტილებით, ან ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის წერილობითი მოთხოვნით.

4.3. კრების მოსაწვევს, ან ინფორმაციას საერთო კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს დღის წესრიგი. 

4.4. საერთო კრების მოწვევის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოთ საერთო  კრებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, ხოლო რიგგარეშე კრების – მოწვევისთანავე. შეტყობინება შესაძლოა გაგზავნილი იქნას ელექტრონული ფოსტითაც.   

 

 

 

 

     მუხლი 5. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

5.1. ასოციაციის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობას ახორციელებს გამგეობა, რომელიც არის ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველობითი ორგანო.

5.2. გამგეობას საერთო კრება ირჩევს 15 წევრის შემადგენლობით 5 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი შემადგენლობის არჩევამდე.

5.3. გამგეობის წევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად (გათავისუფლება, ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის გამგეობის წევრის მოვალეობის შესრულებას) ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს ახალ წევრს გამგეობის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

5.4. გამგეობის წევრის გათავისუფლება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მოვალეობის შეუსრულებლობის, ან საწესდებო მიზნების საწინააღმდეგო ქცევისათვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.

5.5. გამგეობა იკრიბება და ატარებს გამგეობის კრებას კვარტალში ერთხელ. რიგგარეშე კრების მოწვევა ხდება თავმჯდომარის ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.

5.6. გამგეობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს განსახილველად წარმოდგენილი საკითხები თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა.  გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5.7. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – მოწვევისთანავე.

5.8. გამგეობის წევრებს საქმიანობა არ  ანაზღაურდება.

5.9. გამგეობა:

ა) შეიმუშავებს და საერთო კრებას წარუდგენს დასამტკიცებლად ასოციაციის  საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივი პროგრამებს

ბ) ორგანიზებას უკეთებს საერთო კრების მოწვევას. საერთო კრების დღის წესრიგს ორი კვირით, ხოლო წესდებაში ცვლილებების და დამატებების პროექტს ერთი თვით ადრე წარუდგენს კრების წევრებს

გ) საერთო კრებაზე წარსადგენად ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის და ფინანსურ ანგარიშს, ასევე სტრატეგიული მიმართულებებს და საბიუჯეტო პარამეტრებს;

დ) ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ე)  ადგენს და ამტკიცებს თანამშრომელთა სახელფასე ბადეს;

ვ) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს, ფილიალების, წარმომადგენლობებისა და საკონსულტაციო საბჭოების მმართველი და მონაწილე პირების დანიშვნის შესახებ;

ზ) აფუძნებს ასოციაციის დამხმარე საწარმოებს  და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;

თ) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;

ი) ადგენს და ამტკიცებს თანამშრომელთა სახელფასე ბადეს;

კ) ადგენს ასოციაციის წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;

ლ)   ფარული კენჭისყრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრის სტატუსის მინიჭების, შეჩერების და გაუქმების საკითხთან დაკავშირებით; ასოციაციის წევრის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას წარადგენს საერთო კრებაზე;

მ) წყვეტს სხვა საკითხების, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სხდომბზე იწვევს და ისმენს ასოციაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების/პროექტების ხელმძღვანელების, ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, ასოციაციის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;

 

მუხლი 6. გამგეობის (ასოციაციის) თავმჯდომარე 

6.1. ასოციაციის   წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი  პირია  გამგეობის    თავმჯდომარე;

  • თავმჯდომარეს ირჩევს გამგეობა თავისი წევრთაგან, წევრთა უმრავლესობით, გამგეობის უფლებამოსილების ვადით (5 წლით). გამგეობის თავმჯდომარე იმავდროულად ასოციაციის თავმჯდომარეა;
  • თავმჯდომარე მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას;
  • თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში გამგეობა იწვევს გამგეობის რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს თავმჯდომარეს.
  • გამგეობის (ასოციაციის) თავმჯდომარე:
  • ხელმძღვანელობს ასოციაციას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში;
  • წარმართავს ასოციაცის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
  • ხელმძღვანელობს ასოციაციის პროექტების შედგენას და მისი განხორციელების პროცესს;
  • ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
  • ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე;
  • უზრუნველყოფს გამგეობის მიერ საერთო კრებაზე გასატანი საკითხების მომზადებას და წარდგენას;
  • იძენს და ასხვისებს ორგანიზაციის ქონებას;
  • გამოსცემს მინდობილობებსა და ორდერებს;
  • ნიშნავს და ხსნის ორგანიზაციის აპარატის თანამშრომლებს, ისმენს მათი საქმიანობის ანგარიშს;
  • აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საფინანსო დაწესებულებებში;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტაციას ფინანსური დოკუმენტაციის ჩათვლით;
  • გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობებს ასოციაციის ინტყერესებიდან გამომდინარე.

 

 

თავი III

ასოციაციის წევრობა

 

მუხლი 7. ასოციაციის წევრი

  • ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი (ქალი), რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას და მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობაშ
  • ასოციაციის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მისაღებად აუცილებელია ასოციაციის არანაკლებ 2 წევრის წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა წევრთა უმრავლესობით განცხადების წარდგენიდან უახლეს სხდომაზე.
  • ასოციაციისდამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

 

 

მუხლი 8. წევრთა უფლება-მოვალეობები

8.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა. მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ.   აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის  მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში; 

გ. დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;

დ. მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ე. ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის  საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

8.2. ასოციაციის წევრი ვალდებულია:

ა. დაიცვას ასოციაციის წესდება;

ბ. აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანონაში და შეასრულოს მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებები;

გ. პროპაგანდა გაუწიოს ასოციაციის მიზნებს;

დ. არ გაახმაუროს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური   ინფორმაცია.

ე. გადაიხადოს საწევრო, თუ საწევროს ვალდებულებას დაადგენს წევრთა საერთო კრება.

ვ. დაიცვას ასოციაციის ღირსება და სახელი, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა ხერხი და საშუალება მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.

ზ. შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

 

მუხლი 9. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

9.1. ასოციაციის წევრს უფლებემოსილება უწყდება:

ა. საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ. წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლიბისას ან დარღვევისას ან/და თუ მისი საქმიანობა ეწინაღმდეგება ასოციაციის მიზნებს;

გ.  საწევრო შენატანის ზედიზედ 12 თვის განმავლობაში  გადაუხდელობის შემთხვევაში;

დ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობისას;

ე. გარდაცვალებისას.

  • წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზედ დაკისრებულ მოვალეობას;
  • ასოციაციიდან გარიცხულ წევრს უფლება აქვს საერთო კრების გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

 

 

თავი IV

ქონება და ფინანსები

 

მუხლი 10. ქონება და ფინანსები

10.1. ასოციაციის ქონება და ფინანსები შედგება: საწევრო შენატანების, მოძიებული თანხების, გრანტების, საკუთარი შემოსავლებისგან,  შემოწირულობებისაგან და კანონიერი გზით მიღებულ და კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემოსავლებისგან.

10.2. ასოციაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობა-ნაგებობა, ინვენტარი და სხვა ქონება, რომელიც მისი საქამიანობისთვისაა განკუთვნილი.

10.3. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წესდებით განსაზღვული მისი მიზნების განხორციელებას

 

 

თავი V

ზოგადი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 11. ცვლილებები და დამატებები წესდებაში

11.1. გამგეობის თავმჯდომარე წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ახორციელებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში, რომელიც წარდგენილი უნდა იქნას კანონმდებლობით  დაგენილი ფორმის სრული დაცვით.

 

მუხლი 12. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  • გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ იღებს გამგეობა ხმათა არანაკლებ ორი მესამედისა და ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
  • ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კრების გადაწყვეტილებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხევებში.
  • ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.
  • ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სხვა ლიკვიდატორები, რომლებიც პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები.
  • ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის საშუალებით. ქონების განაწილება შეიძლება გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.

 

მუხლი 13. ზოგადი დებულებები

13.1.  ასოციაციის წევრები ადასტურებენ, რომ მიმართავენ ყველა ძალისხმევას რათა მათ შორის არსებული ყველა გაუგებრობა და უზუსტობა აღმოიფხვრას მოლაპარაკების და ორმხრივი კონსესუსის გზით მაქსიმალურად მისაღებ დროში.

13.2. ასოციაციის წევრები ადასტურებენ მზადყოფნას, რომ შეცვლიან წესდების ბათილ დებულებას ნამდვილი დებულებით.

 

 

 

 

ირინე ფხოველიშვილი

 

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე