2017 წლის წესდდება

ფ ე რ მ ე რ    ქ ა ლ თ ა  ა ს ო ც ი ა ც ი ა

წ ე ს დ ე ბ ა  

 

თავი I

ასოციაციის სტატუსი, მიზნები და საქმიანობა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  • არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირი – ფერმერ ქალთა ასოციაცია (შემდგომში – ასოციაცია) მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად
  • ასოციაცია დაფუძნდა 2013 წლის 20 ივნისს. ასოციაციის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდებაა:

ქართულად: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

                                    „ფერმერ ქალთა ასოციაცია“

ინგლისურად:  Non-commercial Legal Entity

„Associaciation of Women Farmers“

  • ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი    ვაქირი. ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია:    deda@yahoo.com
  • ასოციაციას უფლება აქვს ჰქონდეს საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში. ასოციაციას აქვს ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
  • ასოციაცია თავის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  • ასოციაცია უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ, მოპასუხედ, მესამე პირად, დააფუძნოს ფილიალები და წარმომადგენლობები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გასცეს მინდობილობები და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტები.
  • ასოციაციას უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვადასხვა ორგანიზაციებში, დააფუძნოს დამხმარე საწარმოები, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები, დადოს შესაბამისი შეთანხმებანი, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებეთა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა

  • ასოციაციის მიზანია:
  • ასოციაციის წევრების განათლების დონის ამაღლება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
  • ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერება და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა;
  • სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობის საკითხებით.
  • ასოციაციის საქმიანობა:
  • ასოციაციაშეიძლება ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ და/ან არაპირდაპირ ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნის განხორციელებას.
  • ასოციაცია შესაძლებელია ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით და ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.

 

თავი II

ასოციაციის მმართველობითი ორგანო

 

მუხლი 3. საერთო კრება

  • ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის წევრთა საერთო კრება.
  • საერთო კრება უფლებამოსილია გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით სცილდება  ასოციაციის გამგეობის კომპეტენციას.
  • კრება უფლებამოსილია თუ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წევრთა ნახევარზე მეტი. კრებაწარიმართება რეგლამენტის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საერთო კრება მის დაწყებამდე.
  • კრებისოქმს ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე და კრების მდივანი, რომელსაც კრებაზე წარადგენს გამგეობის მოქმედი თავმჯდომარე. კრების მდივანი პასუხს აგებს კრების ოქმის სიზუსტესა და ნამდვილობაზე.
  • საერთო კრებაზე, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანა საჭიროებს დამსწრე წევრთა ორ მესამედს. საერთო კრების წევრები სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
  • საერთოკრების კომპეტენციას განეკუთვნება:
  • მართვის პრინციპის, პოლიტიკის და მიზნების, სტრატეგიული მიმართულებების და საბიუჯეტო პარამეტრების დამტკიცება;
  • ასოციაციის საქმიანობის წლიური შედეგების დამტკიცება;
  • ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევა;
  • საერთო კრების გადაწყვეტილების გაუქმება;
  • ასოციაციის წესდებით საერთო კრებისთვის განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
    • წესდებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ასოციაციის თავმჯდომარეს.

 

მუხლი 4.  კრების მოწვევის პროცედურა

  • წევრთა საერთო კრება მოიწვევა არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ გამგეობის მიერ. კრებასიწვევს გამგეობა მაშინ, როცა ამას მოითხოვს ასოციაციის ინტერესები.
  • რიგგარეშეკრება მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, გამგეობის გადაწყვეტილებით ან ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის წერილობითი მოთხოვნით.
  • კრებისმოსაწვევს ან ინფორმაციას საერთო კრების მოწვევის შესახებ თან უნდა დაერთოს დღის წესრიგი.
  • საერთოკრების მოწვევის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოთ საერთო  კრებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, ხოლო რიგგარეშე კრების – მინიმუმ ორი დღით ადრე. კრების მოწვევის შესახებ ოფიციალური შეტყობინება წევრებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო შეტყობინებით.

 

მუხლი 5. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

  • ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველობითი ორგანო არის გამგეობა.
  • გამგეობას საერთო კრება ირჩევს 15 წევრამდე შემადგენლობით 5 წლის ვადით. გამგეობის წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ 2-ჯერ. გამგეობის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი შემადგენლობის არჩევამდე.
  • გამგეობისწევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად (გათავისუფლება, ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის გამგეობის წევრის მოვალეობის შესრულებას) ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობის ახალი წევრი აირჩევა უახლოეს საერთო კრებაზე. გამგეობის წევრთა 2/3-ის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად (გათავისუფლება, ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის გამგეობის წევრის მოვალეობის შესრულებას) ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობა დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ირჩევს ახალ წევრებს გამგეობის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
  • გამგეობისწევრის გათავისუფლება მის მიერ უფლებამოსილების გადამეტების, მოვალეობის შეუსრულებლობის, ან საწესდებო მიზნების საწინააღმდეგო ქცევისათვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.
  • გამგეობა იკრიბება და ატარებს გამგეობის სხდომას არანაკლებ კვარტალში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
  • გამგეობის სხდომას ხელმძღვანელობს და უძღვება გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრებიდან აირჩევა სხდომის თავმჯდომარე.
  • გამგეობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს განსახილველად წარმოდგენილი საკითხები თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
  • გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – მინიმუმ ერთი დღით ადრე.
  • გამგეობის წევრების საქმიანობა არ ანაზღაურდება.
  • გამგეობა:
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს;
  • საერთო კრების დღის წესრიგს ორი კვირით, ხოლო წესდებაში ცვლილებების და დამატებების პროექტს ერთი თვით ადრე წარუდგენს ასოციაციის წევრებს;
  • საერთო კრებაზე წარსადგენად ამზადებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის და ფინანსურ ანგარიშს, ასევე სტრატეგიული მიმართულებებს და საბიუჯეტო პარამეტრებს;
  • ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • წყვეტს ასოციაციის ფილიალების და წარმოამდგენლობების, სხვადასხვა სახის კომისიების და კომიტეტების, საკონსულტაციო საბჭოების შექმნის და მათი  ლიკვიდაციის, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების დებულებების და ინსტრუქციების მიღებისა და მათი უფლებამოსილებების ფარგლების დადგენის საკითხებს;
  • ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს, ფილიალების, წარმომადგენლობებისა და საკონსულტაციო საბჭოების მმართველი და მონაწილე პირების დანიშვნის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სხდომებზე იწვევს და ისმენს ასოციაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამის/პროექტის ხელმძღვანელის, ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და თანამშრომლის, ასოციაციის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;
  • ადგენს ასოციაციის საწევროს გადახდის ვალდებულებას და მის ოდენობას, ასევე მისი გაუქმების წესს და პირობებს;
  • ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს;
  • ადგენს ასოციაციის წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;
  • ფარული კენჭისყრის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრის სტატუსის მინიჭების, შეჩერების და გაუქმების საკითხთან დაკავშირებით; ასოციაციის წევრის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილებას წარადგენს საერთო კრებაზე;
  • წყვეტს სხვა საკითხების, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას.
  • გამგეობის თავმჯდომარე:
  • აირჩევა გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთაგან ხმათა უმრავლესობით 1 წლის ვადით;
  • ხელმძღვანელობს ასოციაციის გამგეობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან;
  • უზრუნველყოფს გამგეობის სხდომების მოწვევას;
  • ამზადებს სხდომაზე განსახილველ საკითხებს;
  • წარმართავს გამგეობის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
  • უზრუნველყოფს გამგეობის მიერ საერთო კრებაზე გასატანი საკითხების მომზადებას და წარდგენას;
  • ახორციელებს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობებს ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე.
  • გამგეობის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, გამგეობა იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც ირჩევს გამგეობის ახალ თავმჯდომარეს.
  • გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისთვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით.

 

მუხლი 6. ასოციაციის თავმჯდომარე

  • ასოციაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ასოციაციის თავმჯდომარე.
  • ასოციაციის თავმჯდომარეს საერთო კრება ფარული კენჭისყრით ირჩევს წევრთა უმრავლესობით 5 (ხუთი) წლის ვადით. ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების დასახელება ხდება წევრის ან/და წევრთა ჯგუფების მიერ, კანდიდატის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას, კენჭისყრის  მეორე ტური იმართება არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე პირველ ორ კანდიდატს შორის, სადაც არჩეულად ჩაითვლება დამსწრე წევრთა მეტი ხმის მიმღები კანდიდატი.
  • თავმჯდომარე მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას.
  • თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში საერთო კრება იწვევს რიგგარეშე კრებას, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
  • ასოციაციის თავმჯდომარე:
  • ხელმძღვანელობს ასოციაციას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ყველა სამართლებრივ ურთიერთობაში;
  • წარმართავს ასოციაცის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
  • ხელმძღვანელობს ასოციაციის პროექტების შედგენას და მისი განხორციელების პროცესს;
  • ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
  • ანგარიშვალდებულია საერთო კრებისა და გამგეობის წინაშე;
  • უზრუნველყოფს საერთო კრებაზე და გამგეობის სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას და წარდგენას;
  • იძენს და ასხვისებს ორგანიზაციის ქონებას;
  • გამოსცემს მინდობილობებს;
  • ნიშნავს და ხსნის ორგანიზაციის აპარატის თანამშრომლებს, ისმენს მათი საქმიანობის ანგარიშს;
  • ადგენს და ამტკიცებს თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
  • აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საფინანსო დაწესებულებებში;
  • ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტაციას ფინანსური დოკუმენტაციის ჩათვლით;
  • გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
  • ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობებს.
  • ასოციაციის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს არჩეული გამგეობის წევრად.

 

თავი III

ასოციაციის წევრობა

 

მუხლი 7. ასოციაციის წევრი

  • ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც იზიარებს ასოციაციის საწესდებო მიზნებს. ორგანიზაციაში გაწევრიანება არ არის დამოკიდებული კანდიდატის გამოცდილებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში.
  • ასოციაციის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მისაღებად აუცილებელია ასოციაციის არანაკლებ 2 წევრის წერილობითი რეკომენდაცია. გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობა წევრთა უმრავლესობით განცხადების წარდგენიდან უახლოეს სხდომაზე.
  • ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

 

მუხლი 8. წევრთა უფლება-მოვალეობები

  • ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
  • მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში მისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
  • თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის  მმართველ ან მაკონტროლებელ ორგანოებში;
  • დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
  • ასოციაციის სახელით კონკრეტულ საკითხზე გააკეთოს საჯარო განცხადებები მხოლოდ ასოციაციის ან გამგეობის მოქმედ თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძველზე;
  • ასოციაციისმიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის ბაზაში  არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.
  • ასოციაციის წევრი ვალდებულია:
  • დაიცვას ასოციაციის წესდება;
  • შეასრულოს ასოციაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები;
  • შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში და შეასრულოს მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებები;
  • პროპაგანდა გაუწიოს ასოციაციის მიზნებს;
  • არ გაახმაუროს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულიკონფიდენციალური   ინფორმაცია;
  • გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი, თუ საწევროს გადახდის ვალდებულება დადგენილია წევრთა საერთო კრების მიერ;
  • გაუფრთხილდეს ასოციაციის ქონებას;
  • დაიცვას ასოციაციის ღირსება, სახელი და ინტერესები;
  • არ განახორციელოს ასოციაციის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები.
  • ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ გატარდება ადეკვატურ ადმინისტრაციულ ზომებ.

 

მუხლი 9. ასოციაციის წევრობის შეჩერება და შეწყვეტა

  • ასოციაციის წევრს, გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს წევრობა ან გაუუქმდეს წევრის სტატუსი:
  • საკუთარიგანცხადების საფუძველზე;
  • წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლიბისას ან დარღვევისას ან/და თუ მისი საქმიანობა ეწინაღმდეგება ასოციაციის მიზნებს;
  • ისეთი ქმედების გამო, რომელიც შეუძლებელს გახდის მის ყოფნას ასოციაციის რიგებში ან მისდამი ნდობის დაკარგვის საფუძველს შექმნის;
  • წლიური საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სასამართლოსგადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობისას;
  • გარდაცვალებისას.
  • ასოციაციის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად გავიდეს ასოციაციიდან, ასოციაციის თავმჯდომარისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში (ვალდებულია ამ ვადაში დაასრულოს ასოციაციის წინაშე აღებული ვალდებულებები).
  • ასოციაციიდან გარიცხულ წევრს უფლება აქვს საერთო კრების გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
  • ასოციაციის წევრის სტატუსის ნებისმიერი სახით გაუქმების შემთხვევაში მას არ უბრუნდება ასოციაციის წევრობის გადასახადი.

 

თავი IV

ქონება და ფინანსები

 

მუხლი 10. ქონება და ფინანსები

  • ასოციაციის ქონება და ფინანსები შედგება: საწევრო შენატანების, მოძიებული თანხების, გრანტების, საკუთარი შემოსავლების, შემოწირულობების, კანონიერი გზით მიღებული და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისგან.
  • ასოციაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები, ინვენტარი და სხვა ქონება, რომელიც მისი ძირითადი საქმიანობის მიზნებს ემსახურება.
  • ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

 

თავი V

ზოგადი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 11. ცვლილებები და დამატებები წესდებაში

  • ასოციაციის თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წესდებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციას ახორციელებს შესაბამის უწყებაში მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

 

მუხლი 12. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  • გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ იღებს გამგეობა ხმათა არანაკლებ ორი მესამედით და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  • ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ეროვნულ ვალუტაში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.
  • ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სხვა ლიკვიდატორები, რომლებიც პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები.

 

მუხლი 13. ზოგადი დებულებები

  • ასოციაციის წევრები გამოთქვამენ მზადყოფნას და ადასტურებენ, რომ შეცვლიან წესდების ბათილ დებულებას ნამდვილი დებულებით.
  • ასოციაციის წევრები ადასტურებენ, რომ მიმართავენ ყველა ძალისხმევას რათა მათ შორის არსებული ყველა გაუგებრობა და უზუსტობა აღმოიფხვრება მოლაპარაკების და ორმხრივი კონსესუსის გზით მაქსიმალურად მოკლე დროში.