ხილის ფესტივალი პირველად გურჯაანში

 გურჯაანში, კურორტი „ახტალა“-ის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 29ივლისს პირველი ხილის ფესტივალი გაიმართა.  ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდაგენლებმა. ფესტივალზე სტუმრის რანგშ წარმოდენილი იყო  ფერმერ ქალთა ასოციაცია, მონაწილეთა შორის წარმოდგენილი იყო ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი ქალების მიერ წარმოებლი პროდქცია, გაიმართა ხილის დეგუსტაცია, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის წარმომადგენლება შექმენს საექსპერიმენტო გარემო, მსგავსი კონცეფციით წარმოდგენილი იყო კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ფესტივალში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხილის ფესტივალი რეგიონში პირველად ჩატარდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა: ადგილობრივების მიერ წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერების  წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამავდროულად, ხილის ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

ხილის ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა – დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა