![](http://awf.org.ge/wp-content/uploads/2024/03/433880242_238283675973310_6830062437686371309_n-1024x817.jpg)
14.03.2024
ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის მორიგი სხდომა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ორი ახალი პროგრამა: „LEADER/CLLD მიდგომის განხორციელება საქართველოში: თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ და „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“, ასევე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი და მიმდინარე პროგრამები.