14.03.2024

ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის მორიგი სხდომა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ორი ახალი პროგრამა: „LEADER/CLLD მიდგომის განხორციელება საქართველოში: თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამა“ და „მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარების პროგრამა“, ასევე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი და მიმდინარე პროგრამები.