აჭარის შეხვედრები


ფერმერ ქალთა ასოციაციამ, UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის „გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, შეხვედრები განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრები მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი აზრის კვლევას საოჯახო მეურნეობების განვითარების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით შეხვედრები ჩატარდა ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ რეგიონალური წარმომადგენლის ქალბატონი ლია შაქარიშვილის ძალისხმევით. ასოციაცია მადლობას უხდის აჭარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გენდერული საბჭოს თავმჯდომარეებს მხარდაჭერისთვის.