დღეს ფერმერ ქალთა ასოციაციას 10 წელი შეუსრულდა.

17 ფერმერი ქალის მიერ დაფუძნებული ასოციაცია დღეს სრულიად საქართველოს მოიცავს და ცდილობს ქვეყნის მასშტაბით წარმოაჩინოს სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები, მოახდინოს მათი პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა. ასოციაცია მუშაობს არა მარტო მათ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, რომ ქვეყანაში განვითარდეს გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობა და დაცული იყოს ქალებისა და მოზარდების როლი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში,
ასოციაციის წევრებსა და მხარდამჭერებს გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ კიდევ უფრო გაძლიერებას და წარმატებებს ჩვენი დევიზის „ძლიერი ფერმერი, ძლიერი სოფელი, ჯანმრთელი მომავალი თაობა“ შესრულებისთვის!