შეხვედრა პარლამენტში

4 დეკემბერი 2023 წელი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ – ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა გაიმართა.
შეხვედრაზე ფერმერ ქალთა ასოციაციამ დააყენა საკითხი, რომ დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე პრობლემის წინაშე დგენან ქალები და ახალგაზრდები.
თემატური ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა.