29 აპრილი, 2024 წელი
გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირის ქალბატონი ნინო ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ჩატარდა პროგრამის „მიწის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა“ ეროვნული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოში მიწის დეგრადაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელების პროცესი და შედეგები. ასევე ისაუბრეს პროგრამის მეორე ფაზისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევის ეროვნული მიზნების წარდგენა/განახლების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდა გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის (UNCCD) წარმომადგენელი ნადეჟდა დემენტიევა. ასევე, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვედრას ესწრებოდა სამუშაო ჯგუფის წევრის სტატუსით.