2017 წლის 2 აგვისტო. ახმეტის მუნიციპალიტეტი, პანკისი, სოფელი დუისი.
UNDP-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ფერმერ ქალთა ასოციაცია შეხვდა ქისტ ფერმერ ქალებს. შეხვედრის მიზანი იყო მათი პრობლემების და საჭიროებების კვლევა, ასოციაციის ცნობადობის გაზრდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობების განხილვა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობის ღონისძიებები.