2020 წლის 27 ივლისიდან ფერმერ ქალთა ასოციაციამ დაიწყო პროექტი სახელწოდებით – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“, რომელიც ხორციელდება UNDP-ის მხარდაჭერით და მოიცავს 7 რეგიონს, კერძოდ: სამეგრელო-ზემო სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, იმერეთს, გურიას, მცხეთა-მთიანეთს, ქვემო ქართლსა და კახეთს.
პროექტის ხანგრძლივობა არის 5 თვე და მიზნად ისახავს:
- საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საპროექტო რეგიონში გამოვლენილი, მცირე/საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში ჩართული მოწყვლადი ქალთა ჯგუფებისთვის და ასევე, მათი მონაწილეობის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის საგრანტო კომპონენტში;
- საპროექტო რეგიონებში, აგროტურიზმის დარგში მოღვაწე მეწარმე ქალების დახმარებას ბიზნესის განვითარების შესახებ ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით;
- რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დატრენინგებული ქალების შედეგების მონიტორინგსა და შეფასებას.