ვაშლის დიდი ცრუფარიანა – აღწერილობა და ბრძოლის მეთოდები

აღწერილობადედალი მავნებელი მკრთალი ყავისფერი შეფერილობისაა და ახასიათებს ნაცრისფერი ან მოყავისფრო ლაქები და ზოლები, ზედა მხრიდან კი გარდიგარდმო წიბოები და ჩაზნექილი ლაქები. იგი ოვალური ფორმისაა. აქვს 6-7 ნაწევარიანი ულვაშები.

ცრუფარიანა სიგანეში  4-6,5 მმ-ია, სიმაღლეში – 2,5 მმ-მდე.

წლის განმავლობაში მავნებელი ერთ გენერაციას იძლევა.

მავნებელი იზამთრებს კვერცხის ფაზაში, მკვდარი დედალი ცრუფარიანას სხეულში, ხე-მცენარეებზე (უმთავრესად თესლოვან ხეხილზე).

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობამავნებლის მატლები წოვენ მცენარის ფოთლებიდან წვენს და ტოვებენ ექსკრემენტებს ფოთლების ზედაპირზე. ამ ექსკრემენტებზე ვითარდება სოკოვანი მიკროორგანიზმები, რის შედეგადაც ფოთლის ზედაპირი იფარება მუქი ფერის ნადებით. ამ სახით დაზიანებულ ფოთოლს უმცირდება საასიმილაციო აპარატი და შედეგად მცირდება კულტურათა პროდუქტიულობა.

ბრძოლის ღონისძიებები:

  • დაზიანებული ფოთლების მოცილება და განადგურება.
  • შტამბის მოვლითი სამუშაოების განხორციელება.

წამლობები. ადრე გაზაფხულზე საჭიროა ზეთოვანი პრეპარატების გამოყენება. ვეგეტაციის პერიოდში კი მავნებლის გავრცელების მიხედვით გამოიყენება ქლორპირიფოსის, სპიროტეტრამატის, დიმეთოატის და მავნებლის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი პრეპარატები.

წყარო: