სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა

ფერმერ ქალთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 7 რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში განახორციელა პროექტი „სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც საპროექტო რეგიონებში განხორციელდა მოწყვლადი ჯგუფის ქალების გამოვლენა და მათთან ჩატარდა დისტანციური ტრენინგები სოფლის მეურნეობის 8 დარგში და ასევე აგროტურიზმში  ჩართული ქალებისთვის  ჩატარდა დისტანციური ტრენინგები სოფლად ტურიზმის განვითარების შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა იყო 5 თვე და მისი წარმატებით განხორციელებაში ასოციაციას დიდი დახმარება გაუწიეს რეგიონების გუბერნიების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა და სოფელში მერების წარმომადგენლებმა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 69 ტრენინგ დღე და შესაბამისი ცოდნა მიეწოდა 563-მა მსმენელს.

პროექტის ფარგლებში ასოციაციამ გამოკითხა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“-ის მიერ ჩატარებული ტრენინგებში მონაწილე 162 ბენეფიციარი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შეფასებისთვის

GOVID-19-ის გამო პროექტების ვადა გახანგრძლივდა 3 თვით და დასრულდა 31 მარტს.

დამატებულ დროში ასოციაციამ შეძლო განეხორციელებინა შემაჯამებელი შეხვედრები შვიდივე რეგიონში. სულ ჩაატარა 16 შემაჯამებელი შეხვედრა და დაგეგმილია კიდევ 5 შეხვედრა და სხვა ღონისძიებები.