ირინე ფხოველიშვილისა და გოგი მეშველიანის შეხვედრა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს პარლამენტში შედგა ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილისა და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი გოგი მეშველიანის სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლის ფერმერ ქალებთან შეხვედრების დროს წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც ეხებოდა სოფლებსა და სოფლის მეურნეობაში არსებულ საჭიროებებს, პრობლემებისა და გამოწვევებს.
შეხვედრის დროს განხილულ იქნა: წაკლაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებლისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის საკითხი;თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის შეყვანის პროცესი;რეგიონში შიდა გზების, განათების, საბავშვო ბაღებისა და სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემები.
შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის ექსპერტი ქალბატონი თამარ ფხაკაძე.