DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება

 

ფერმერ ქალთა ასოციაციამ ევროკავშირისა და DCFTA-ის შესახებ ცნობიერების
ამაღლების მიზნით დღეს, 24 ოქტომბერს ქ. თელავში, იაკობ
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საკონფერენციო დარბაზში, გამართა საჯარო შეხვედრა ასოციაციის წევრების,
მცირე და საშუალო მეწარმეების, საჯარო მოხელეების, სახელმწიფო
რწმუნებულების აპარატისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორებისა და სტუდენტებისთვის.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოხსენებების შემდეგ 
გაიმართება დისკუსია.